დღის სიახლეებიპარტნირებისიახლეები

ბიზნეს სამიტი 2023-მა გერმანიაში შექმნილ საერთაშორისო კომპანია-მეამას და სასტუმრო-ეპიზოდს უმასპინძლა

0
გაზიარება

15 ოქტომბერს წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის (SGBA) ორგანიზებით გაიმართა “ბიზნეს სამიტი 2023”, რომელსაც ქართული ბიზნესები ესწრებოდნენ

400 დელეგატისგან შემდგარ სამიტზე პრეზენტაცია გამართეს ქართულმა ბიზნეს კომპანიებმა, რომლებმაც ბიზნესის სპეციფიკებსა და ამ სფეროში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს. სამიტზე წარმოდგენილი იყო გერმანიაში შექმნილი საერთაშორისო კომპანია-მეამა და სასტუმრო ეპიზოდი, რომლებმაც მათ მიერ შექმნილ ინოვაციურ პროექტებზე ისაუბრეს, თუ როგორ გახდა  მეამა თავის სფეროში პირველი კომპანია და რა წარმოადგენს მათი საქმინობის მთავარ იდეას, ხოლო სასტუმრო “ეპიზოდმა”, რომელიც პირველი მაღალტექნოლოგიური სასტუმროა აღმოსავლეთ ევროპაში ისაუბრა თუ როგორ შეიქმნა ისეთი სასტუმროს მომსახურეობა, რომლის მეშვეობითაც სტუმარი მომავლისა და ინოვაციების სამყაროში ხვდება.

მეამა გერმანიაში შექმნილი საერთაშორისო კომპანიაა, რომელიც საქართველოში კაფსულის პროდუქციას 2019 წლიდან აწარმოებს. დღეისათვის, ბრენდის პროდუქცია 30 კაფსულის სახეობას აერთიანებს მათ შორისაა: კაფსულის არომატიანი და specialty ყავა, სხვადასხვა გემოს ჩაი, თურქული და მარცვლოვანი ყავა. მეამას საქმიანობის იდეა მაღალი ხარისხის პროდუქტის შექმნის და წარმოების გარდა, ინოვაციური მიდგომების დამკვიდრებას გულისხმობს, კაფსულის ინდუსტრიაში.

”ეპიზოდი” – პირველი მაღალტექნოლოგიური სასტუმროა აღმოსავლეთ ევროპაში, რომელიც 150-მდე ნომერთან ერთად, მოგზაურებს სთავაზობს: ბარს, შეხვედრებისა და საერთო სამუშაო სივრცეებს, სპორტულ დარბაზსა და ატრიუმს – მყუდრო, ღია სივრცეს სასტუმროს შუაგულში.

სასტუმროს უნიკალურობა მომსახურების მიღების სიმარტივეშია. აქ არის კარის გაღების დისტანციური სისტემა – სტუმარს შეუძლია, საკუთარი ოთახში ელექტრონული გასაღებით  შევიდეს, რომელიც სრულად ინტეგრირებულია სასტუმროს აპლიკაციაში. ამავდროულად , სტუმრებს აქვთ შესაძლებლობა, მათთან ერთად მყოფ პირებსაც გაუზიარონ ციფრული გასაღები.

ეპიზოდის“ თითოეული სტუმარი მომავლისა და ინოვაციების სამყაროში ხვდება, სადაც რეალობის აღქმა შთამბეჭდავი და მომხიბლავია, მოლოდინები კი სრულიად დაკმაყოფილებული

მსგავსი სიახლეები

იანვარ-აგვისტოში საქართველოდან ექსპორტმა 4.2 მლრდ დოლარი, იმპორტმა კი 10.5 მლრდ შეადგინა

2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 14.700 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3 პროცენტით მეტია.  მონაცემებს…

აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო – სოციალური მომსახურების სააგენტო

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მათ შორის, 16 წლამდე ასაკის ბავშვი 244 699-ია. სააგენტოს ცნობით, აგვისტოს თვის…

საქართველოში ქალები მამაკაცებზე 34%-ით ნაკლებ ხელფასს იღებენ – სტატისტიკის სამსახური

2024 წლის მეორე კვარტალში დაქირავებით დასაქმებული ქალების საშუალო ნომინალური ხელფასი 1 590.2 ლარით, ხოლო კაცების - 2 413.5 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 153.1 ლარი (10.7%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 251.8…

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს და მისი ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს. ქამრის ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება და ყოველი დაცვისთვის ძვირფასი ქვა ემატება. საჩემპიონო ქამრის ღირებულება განპირობებულია მისი შექმნისთვის…

10 ყველაზე საშიში პროფესია მსოფლიოში

Tap Root Cause Analysis-ის ინფორმაციით, მსოფლიოში ყველაზე საშიშ პროფესიად ხე-ტყის მოპოვება ითვლება. აშშ-ს შრომის სტატისტიკის ბიუროს თანახმად, ხე-ტყის მოპოვების სამუშაოების დროს სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყოველ 100 ათას მუშაზე…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!