მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ეკონომიკური გამოცემა The Economist-ი 2023 წლის საუკეთესო წიგნების რეიტინგის აქვეყნებს, რომელიც რამდენიმე კატეგორიადაა დაყოფილი და წარდგენილი წიგნების განაწილება რამე კონკრეტულ კრიტერიუმზე არ არის დამოკიდებული.
მიმდინარე ამბები და პოლიტიკა:
“მომაკვდინებლად ჩუმი ქალაქი” – მურონგ შუეცუნი
2020 წელს, კოვიდპანდემიის დაწყების შემდეგ, ჩინელმა ავტორმა უხანში ადამიანთა გამოკითხვა დაიწყო, თემა – კარანტინის დროს მათი გამოცდილებაა. თხრობა რვა ადამიანს მიყვება, რომელთა შორისაცაა: ექიმი, მოტოციკლ-ტაქსის ულიცენზიო მძღოლი, ჟურნალისტი და სხვ.
“შიში მხოლოდ სიტყვაა” – აზამ აჰმედი
2000-იანი წლების შემდეგ, იმ მექსიკელთა რაოდენობა, რომლებიც უგზო-უკვლოდ გაუჩინარდნენ 100 000-ს აჭარბებს. New York Times-ის ჟურნალისტმა მიაკვლია ადამიანს, რომლის უმცროსი ქალიშვილიც დაჯგუფება Zeta-მ გაიტაცა. წიგნში სასოწარკვეთილი დედის ისტორიაა მოთხრობილი.
“ცეცხლის ყვავილები” – ჰავონ ჯანგი
წიგნში სამხრეთ კორეელი ფემინისტების თანასწორობისთვის ბრძოლაა აღწერილი.
ამავე კატეგორიაში მოხვდნენ შემდეგი წიგნებიც: “სამეფო, ძალაუფლება, დიდება”, “ზოგიერთ ადამიანს მკვლელობა სჭირდება” და “ნაპერწკალი”.
გამოცემამ საუკეთესო წიგნები ბიზნესისა და ეკონომიკის კატეგორიაშიც გამოავლინა:
“ანანსის ოქრო” – იაპოკა იბო
წიგნი მსოფლიოს ყველაზე დიდებულ, თუმცა ნაკლებად ცნობილ თაღლითებზე ყვება, რომლებმაც მსოფლიოს უმსხვილესი ინვესტორები “დაკარგული ოქროს” პოვნის იმედით გააცურეს.
“როგორ კეთდება დიდი საქმეები” – ბენტ ფლაიბერგი და დენ გარდნერი
ოქსფორდის უნივერსიტეტის აკადემიკოსისა და ჟურნალისტის კოლაბორაციით დაწერილ წიგნში საუბარია პროექტების მართვასა და ამბიციურ სქემებზე.
“დაკარგული მილიარდერები” – ვიქტორ ჰაგანი და ჯეიმს ვაითი
წიგნი ყველაზე მნიშვნელოვან ფინანსურ კითხვას სცემს პასუხს: არა იმას, თუ რა ვიყიდოთ ან გავყიდოთ, არამედ – რამდენი.
ბიზნესის და ეკონომიკის კატეგორიაში ასევე მოხვდა: “საუკეთესო ამბები უპირველესად”, “ფასების დონის ფისკალური თეორია”, “მატერიალური სამყარო”, “სკალირებული ადამიანები” და “იმპროვიზაცია”.
ბიოგრაფია და მემუარები:
“ჰიტლერი, სტალინი, დედა და მამა” – დანიელ ფინკლშტეინი
ავტორი თავისი ოჯახის ისტორიაზე ყვება – ბაბუაზე, რომელიც გერმანელი ებრაელი იყო და ჰოლოკოსტის ყველაზე დიდი არქივი შექმნა. ასევე ოჯახის წევრებზე, რომლებიც ციმბირში გადაასახლეს.
“იან ფლემინგი” – ნიკოლას შექსპირი
წიგნი აგენტი 007-ის, ანუ ჯეიმს ბონდის შემქმნელის ბიოგრაფიაზე ყვება.
ამავე კატეგორიაში მოხვდნენ: “ამაზონში”, “ჯ. ლ. ოსტინი”, “მეფე”, “მილტონ ფრიდმენი”, “მონე”, “უძრავი ფოტოები”, “ღამით დაკავების მოლოდინში” და “Wifedom: მისის ორუელის უჩინარი ცხოვრება”.
ისტორიული რომანი:
“ერთი დღე აბედ სალამას ცხოვრებაში” – ნეითან თრალი
იერუსალიმში მოღვაწე ამერიკელი ჟურნალისტის წიგნი, რომელიც 2012 წელს დასავლეთ ბანკში მომხდარ ავარიას იძიებს, რომელმაც 6 ბავშვისა და მათი მასწავლებლის სიცოცხლე შეიწირა.
“სამყარო ცეცხლის ალში” – ჯონათან ჰეილი
მე-17 საუკუნის რევოლუციური ინგლისის ისტორია – რელიგიური და პოლიტიკური დაპირისპირება, მეცნიერული ინოვაციები და მედიის განვითარება.
“რომის იმპერატორი” – მერი ბირდი
წიგნში 250 წლის განმავლობაში რომის 30 იმპერატორზე ყვება.
The Economist-ი ისტორიულ რომანებში ასევე გამოყოფს: “თავის ბუნებრივ გარემოში”, “ტოკიოს განსჯა”, “ლუმუმბას სცენარი”, “რევოლუციური გაზაფხული”, “გარეულ ნაპირებზე” და “ფსონი”.