დღის სიახლეებისიახლეები

The Economist-მა 2023 წლის საუკეთესო წიგნების რეიტინგი გამოაქვეყნა

0
გაზიარება

მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ეკონომიკური გამოცემა The Economist-ი 2023 წლის საუკეთესო წიგნების რეიტინგის აქვეყნებს, რომელიც რამდენიმე კატეგორიადაა დაყოფილი და წარდგენილი წიგნების განაწილება რამე კონკრეტულ კრიტერიუმზე არ არის დამოკიდებული.

მიმდინარე ამბები და პოლიტიკა:

“მომაკვდინებლად ჩუმი ქალაქი” – მურონგ შუეცუნი

2020 წელს, კოვიდპანდემიის დაწყების შემდეგ, ჩინელმა ავტორმა უხანში ადამიანთა გამოკითხვა დაიწყო, თემა – კარანტინის დროს მათი გამოცდილებაა. თხრობა რვა ადამიანს მიყვება, რომელთა შორისაცაა: ექიმი, მოტოციკლ-ტაქსის ულიცენზიო მძღოლი, ჟურნალისტი და სხვ.

“შიში მხოლოდ სიტყვაა” – აზამ აჰმედი

2000-იანი წლების შემდეგ, იმ მექსიკელთა რაოდენობა, რომლებიც უგზო-უკვლოდ გაუჩინარდნენ 100 000-ს აჭარბებს. New York Times-ის ჟურნალისტმა მიაკვლია ადამიანს, რომლის უმცროსი ქალიშვილიც დაჯგუფება Zeta-მ გაიტაცა. წიგნში სასოწარკვეთილი დედის ისტორიაა მოთხრობილი.

“ცეცხლის ყვავილები” – ჰავონ ჯანგი

წიგნში სამხრეთ კორეელი ფემინისტების თანასწორობისთვის ბრძოლაა აღწერილი.

ამავე კატეგორიაში მოხვდნენ შემდეგი წიგნებიც: “სამეფო, ძალაუფლება, დიდება”, “ზოგიერთ ადამიანს მკვლელობა სჭირდება” და “ნაპერწკალი”.

გამოცემამ საუკეთესო წიგნები ბიზნესისა და ეკონომიკის კატეგორიაშიც გამოავლინა:

“ანანსის ოქრო” – იაპოკა იბო

წიგნი მსოფლიოს ყველაზე დიდებულ, თუმცა ნაკლებად ცნობილ თაღლითებზე ყვება, რომლებმაც მსოფლიოს უმსხვილესი ინვესტორები “დაკარგული ოქროს” პოვნის იმედით გააცურეს.

“როგორ კეთდება დიდი საქმეები” – ბენტ ფლაიბერგი და დენ გარდნერი

ოქსფორდის უნივერსიტეტის აკადემიკოსისა და ჟურნალისტის კოლაბორაციით დაწერილ წიგნში საუბარია პროექტების მართვასა და ამბიციურ სქემებზე.

“დაკარგული მილიარდერები” – ვიქტორ ჰაგანი და ჯეიმს ვაითი

წიგნი ყველაზე მნიშვნელოვან ფინანსურ კითხვას სცემს პასუხს: არა იმას, თუ რა ვიყიდოთ ან გავყიდოთ, არამედ – რამდენი.

ბიზნესის და ეკონომიკის კატეგორიაში ასევე მოხვდა: “საუკეთესო ამბები უპირველესად”, “ფასების დონის ფისკალური თეორია”, “მატერიალური სამყარო”, “სკალირებული ადამიანები” და “იმპროვიზაცია”.

ბიოგრაფია და მემუარები:

“ჰიტლერი, სტალინი, დედა და მამა” – დანიელ ფინკლშტეინი

ავტორი თავისი ოჯახის ისტორიაზე ყვება – ბაბუაზე, რომელიც გერმანელი ებრაელი იყო და ჰოლოკოსტის ყველაზე დიდი არქივი შექმნა. ასევე ოჯახის წევრებზე, რომლებიც ციმბირში გადაასახლეს.

“იან ფლემინგი” – ნიკოლას შექსპირი

წიგნი აგენტი 007-ის, ანუ ჯეიმს ბონდის შემქმნელის ბიოგრაფიაზე ყვება.

ამავე კატეგორიაში მოხვდნენ: “ამაზონში”, “ჯ. ლ. ოსტინი”, “მეფე”, “მილტონ ფრიდმენი”, “მონე”, “უძრავი ფოტოები”, “ღამით დაკავების მოლოდინში” და “Wifedom: მისის ორუელის უჩინარი ცხოვრება”.

ისტორიული რომანი:

“ერთი დღე აბედ სალამას ცხოვრებაში” – ნეითან თრალი

იერუსალიმში მოღვაწე ამერიკელი ჟურნალისტის წიგნი, რომელიც 2012 წელს დასავლეთ ბანკში მომხდარ ავარიას იძიებს, რომელმაც 6 ბავშვისა და მათი მასწავლებლის სიცოცხლე შეიწირა.

“სამყარო ცეცხლის ალში” – ჯონათან ჰეილი

მე-17 საუკუნის რევოლუციური ინგლისის ისტორია – რელიგიური და პოლიტიკური დაპირისპირება, მეცნიერული ინოვაციები და მედიის განვითარება.

“რომის იმპერატორი” – მერი ბირდი

წიგნში 250 წლის განმავლობაში რომის 30 იმპერატორზე ყვება.

The Economist-ი ისტორიულ რომანებში ასევე გამოყოფს: “თავის ბუნებრივ გარემოში”, “ტოკიოს განსჯა”, “ლუმუმბას სცენარი”, “რევოლუციური გაზაფხული”, “გარეულ ნაპირებზე” და “ფსონი”.

მსგავსი სიახლეები

ხვიჩა კვარაცხელია ყველაზე ძვირად ღირებული 28-ე ფეხბურთელია მსოფლიოში

2024 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატისა და “კოპა ამერიკას” დასრულების შემდეგ, გავლენიანმა საფეხბურთო პორტალმა, Transfermarkt-მა ფეხბურთელების შეფასებები განაახლა და მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელების რეიტინგი…

ქართული წარმოების ფქვილის ექსპორტი 13 ათასჯერ გაიზარდა

ქართული ფქვილის ექსპორტი 2024 წლის იანვარ-ივნისში წლიურად 1.3 ათასჯერ გაიზარდა, ექვს თვეში ექსპორტზე ადგილობრივი წარმოების 26.7 აშშ დოლარის (ჯამში თითქმის 70 ტონ. 1კგ სამუშაოდ 0.38 დოლარი) ხორბლის ფქვილი გავიდა, შარშან იმავე…

2024 წელს საქართველომ 66.4 ათასი დოლარის ლოკოკინა შეიძინა

მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში საქართველომ 66.4 ათასი აშშ დოლარის ლოკოკინა შეიძინა. საქსტატის მონაცემებით, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, ლოკოკინების იმპორტი 55%-ით შემცირდა.2023 წელს ექვს თვეში 136.3 ათასი დოლარის…

საქართველოდან ატმის ექსპორტი 93%-ით გაიზარდა

2024 წლის პირველ ნახევარში საქართველოდან ახალი ატმისა და ნექტარინების ექსპორტი გაიზარდა. 2022 წლის პირველ ექვს თვის მონაცემებით, ექსპორტის მკვეთრი შემცირების შემდეგ ადგილობრივად წარმოებული აგროპროდუქტის ქვეყნის საზღვრებს…

კონსალტინგ პორტი (Consulting Port) – თქვენი საიმედო პარტნიორი ბიზნესში

ბიზნესის მართვა რთული გამოწვევაა, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც საქმე ფინანსურ და იურიდიულ საკითხებს ეხება. სწორედ აქ ჩნდება "კონსალტინგ პორტი" - საკონსულტაციო კომპანია, რომელიც 2014 წლიდან  ქართულ ბიზნეს სექტორს…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!