წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის (SGBA) ორგანიზებით 2 თებერვალს Chateau De Vere შატო დე ვერე-ში Business meeting 2024 გაიმართება, რომლის მიზანიც არის:
✔️ასოციაციის წევრ კომპანიებს შორის თანამშრომლობისა და ურთიერთობების გაღრმავება;
✔️ინოვაციური და საინტერესო ბიზნეს პროექტების, ინიციატივებისა და პროდუქტების პოპულარიზაცია;
✔️ბიზნესისთვის საინტერესო პროექტებისა და საჭიროებების განხილვა, ახალი ინიციატივების ინიცირება და სხვადასხვა სახის ურთიერთმხარდამჭერი ღონისძიებების დაგეგმვა, როგორიცაა სტრატეგიული კომუნიკაციები, გაყიდვები, მარკეტინგი;
აღნიშნული ღონისძიება 100 კომპანიას უმასპინძლებს.
SGBA Business meeting 2024-ის პარტნიორია, მარკეტინგული სააგენტო – ედვაიზერი
მარკეტინგული სააგენტო – ედვაიზერი გეხმარებათ კომპლექსური მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვასა და განხორციელებაში- კომპანიის დამფუძნებელია ქეთევან მგელიაშვილი.
ედვაიზერის გუნდის მიზანია ხელი შეუწყოს დამკვეთთა სწორ პოზიციონირებას, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში სანდო და შედეგზე ორიენტირებული სერვისების უზრუნველყოფით.
კომპანიას ჰყავს 50-მდე მედია პარტნიორი საქართველოს მასშტაბით და დამატებით სერვისების ფართო სფექტრი, რომელიც საშუალებას გაძლევთ უმოკლეს დროში თქვენი მოთხოვნის შესაბამისი კამპანიის შესრულება დაიწყოს.
“ედვაიზერი” აერთიანებთ 20-მდე ვებ-გვერდს, რომელიც გამოირჩევა საინტერესო კონტენტით და აუდიტორიით.
მარკეტინგული სააგენტო – ედვაიზერი გთავაზობთ:
სტატიების, ვიდეო, ფოტო კონტენტის მომზადებასა და განთავსებას;
ბანერის დიზაინის შექმნასა და განთავსებას ჩვენს ნებისმიერ ვებ-პლატფორმაზე;
სარეკლამო სივრცეების ცენტრალიზებულ მართვასა და კომპლექსურ ანალიტიკას;
მოიცავი 2 მილიონზე მეტი აუდიტორია!