დღის სიახლეებისიახლეები

SGBA Business meeting 2024-ის პარტნიორია, აქსესუარების ბრენდი- Atelier Paskunji

0
გაზიარება

წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის (SGBA) ორგანიზებით 2 თებერვალს Chateau De Vere შატო დე ვერე-ში Business meeting 2024 გაიმართება, რომლის მიზანიც არის:

✔️ასოციაციის წევრ კომპანიებს შორის თანამშრომლობისა და ურთიერთობების გაღრმავება;

✔️ინოვაციური და საინტერესო ბიზნეს პროექტების, ინიციატივებისა და პროდუქტების პოპულარიზაცია;

✔️ბიზნესისთვის საინტერესო პროექტებისა და საჭიროებების განხილვა, ახალი ინიციატივების ინიცირება და სხვადასხვა სახის ურთიერთმხარდამჭერი ღონისძიებების დაგეგმვა, როგორიცაა სტრატეგიული კომუნიკაციები, გაყიდვები, მარკეტინგი;

აღნიშნული ღონისძიება 100  კომპანიას უმასპინძლებს.

SGBA Business meeting 2024-ის პარტნიორია, აქსესუარების ბრენდი – Atelier Paskunji

აქსესუარების ბრენდის „ატელიე ფასკუნჯი“ს (Atelier Paskunji) ისტორია 2019 წლიდან იწყება, როცა ავსტრალიელმა ბიზნესმენმა ტალალ ვეჰბემ თბილისში ბუტიკ-სასტუმრო „ფასკუნჯი“ გახსნა.  ბიზნესმენის განსაკუთრებული აღფრთოვანება ქართულმა ანბანმა დაიმსახურა, რაც შემდეგ აქსესუარების წარმოებაში მთავარი კონცეფციად იქცა. იდეის განსახორციელებლად იგი დიზაინერ მამუკა ნაჭყებიას დაუკავშირდა, რომელიც ბრენდის თანადამფუძნებელი გახდა და მათი ჩანაფიქრი მალე რეალობად იქცა.

თავდაპირველად ატელიე ფასკუნჯი“ ყელსაბამებს და საყურეებს აწარმოებდა, თუმცა მალევე მათ რიგებს, ბეჭდები და აბრეშუმის შარფები შეუერთდა, ხოლო დღეს უკვე ატელიე ტყავის პროდუქციასაც სთავაზობს მომხმარებლებს – ჩანთები და სხვა აქსესუარები, უმაღლესი ხარისხის პორსელინის ყავის ჭიქები, გაფორმებული ქართული ტრადიციული ორნამენტებით

ბრენდის სავიზიტო ბარათი ქართული ანბანის კოლექციაა, რომელიც მომხმარებელმა უკვე კარგად გაიცნო და შეიყვარა. ანბანი აქსესუარებში – არის უკვე ძალიან საინტერესო გადაწყვეტილება- ამავე დროს, მაღალი ხარისხის ვერცხლისა და მოოქროვილი მეტალისგან დამზადებული (რომელიც ასევე დაპატენტებულია) აქსესუარები, ნეოკლასიკური ფორმებისა და ფერების გამორჩეულ დიზაინით, რასაც „ატელიე ფასკუნჯი“ ხელმისაწვდომ ფასად სთავაზობს მომხმარებელს, მართლაც გამორჩეულს ხდის ჩვენს პროდუქციას.

“ატელიე ფასკუნჯი” წარმოადგენს ქართული დიზაინის სახლს, რომელიც ვითარდება უნიკალური ქართული დიზაინისა და კულტურის ირგვლივ

მისამართი : თბილისი, გ. ტაბიძის #9

ნომერი : 571 03 03 01

მსგავსი სიახლეები

იანვარ-აგვისტოში საქართველოდან ექსპორტმა 4.2 მლრდ დოლარი, იმპორტმა კი 10.5 მლრდ შეადგინა

2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 14.700 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3 პროცენტით მეტია.  მონაცემებს…

აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო – სოციალური მომსახურების სააგენტო

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მათ შორის, 16 წლამდე ასაკის ბავშვი 244 699-ია. სააგენტოს ცნობით, აგვისტოს თვის…

საქართველოში ქალები მამაკაცებზე 34%-ით ნაკლებ ხელფასს იღებენ – სტატისტიკის სამსახური

2024 წლის მეორე კვარტალში დაქირავებით დასაქმებული ქალების საშუალო ნომინალური ხელფასი 1 590.2 ლარით, ხოლო კაცების - 2 413.5 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 153.1 ლარი (10.7%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 251.8…

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს და მისი ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს. ქამრის ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება და ყოველი დაცვისთვის ძვირფასი ქვა ემატება. საჩემპიონო ქამრის ღირებულება განპირობებულია მისი შექმნისთვის…

10 ყველაზე საშიში პროფესია მსოფლიოში

Tap Root Cause Analysis-ის ინფორმაციით, მსოფლიოში ყველაზე საშიშ პროფესიად ხე-ტყის მოპოვება ითვლება. აშშ-ს შრომის სტატისტიკის ბიუროს თანახმად, ხე-ტყის მოპოვების სამუშაოების დროს სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყოველ 100 ათას მუშაზე…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!