წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის (SGBA) ორგანიზებით 2 თებერვალს Chateau De Vere შატო დე ვერე-ში Business meeting 2024 გაიმართება, რომლის მიზანიც არის:
✔️ასოციაციის წევრ კომპანიებს შორის თანამშრომლობისა და ურთიერთობების გაღრმავება;
✔️ინოვაციური და საინტერესო ბიზნეს პროექტების, ინიციატივებისა და პროდუქტების პოპულარიზაცია;
✔️ბიზნესისთვის საინტერესო პროექტებისა და საჭიროებების განხილვა, ახალი ინიციატივების ინიცირება და სხვადასხვა სახის ურთიერთმხარდამჭერი ღონისძიებების დაგეგმვა, როგორიცაა სტრატეგიული კომუნიკაციები, გაყიდვები, მარკეტინგი;
აღნიშნული ღონისძიება 100 კომპანიას უმასპინძლებს.
SGBA Business meeting 2024-ის პარტნიორია, ტყავის აქსესუარების მწარმოებელი ქართული კომპანია – TN HANDMADE
პანდემიის პერიოდში, როდესაც ყველა ბიზნესი და საქმე გაჩერდა, ნინო შვანგირაძეს ბიზნეს იდეა დაებადა და დაუღალავი შრომის შედეგად, მოკლე დროში შეძლო წარმატების მიღწევა. დღეს უკვე TN Handmade არის ბრენდი, რომელიც გთავაზობთ, როგორც მამაკაცებისთვის, ასევე ქალბატონებისთვის ხარისხიან და განსხვავებულ ნივთებს, სასაჩუქრე ნაკრებებს, ტყავის ფერადი ჩანთებს: საფულეებს, კოსმეტიკის ჩანთებსა და გასაღების საკიდებს. ნივთების შეძენა კი ძალიან მარტივად, სახლიდან გაუსვლელად არის შესაძლებელი.
TN Handmade კვლავ რჩება მამაკაცებისთვის საყვარელი ბრენდად, რადგან კომპანია თავდაპირველად ყურადღებას მამაკაცების აქსესუარებზე აკეთებდა. აქსესუარები მზადდება საქართველოში წარმოებული ტყავით. ქამარი, საფულე, წელის პატარა ჩანთები და გასაღების საკიდი, ეს იმ ნივთების ჩამონათვალია, რომლებსაც კომპანია აწარმოებს.
„TN Handmade“ თავის მომხმარებლებს განახლებულ კოლექციას სთავაზობს, სადაც აქსესუარები და ჩანთები ინდივიდუალურად,სრულიად ხელნაკეთია და რაც მთავარია თითოეული აქსესუარი ნატურალური, ქართული წარმოების ტყავისგან მზადდება, თუმცა მოთხოვნიდან გამომდინარე შესაძლებელია აქსესუარების უცხოური წარმოების ტყავისგან მომზადებაც.
კომპანია „TN Handmade“ ორიენტირებულია პროდუქციის ხარისხზე, კრეატიულ შეფუთვასა და სწრაფ მიწოდებაზე.