დღის სიახლეებისიახლეები

თბილისის ტრანსპორტის გენერალური გეგმის მიხედვით, თბილისის 2 ცენტრალური ქუჩა – თავისუფლების მოედანი და რუსთაველის გამზირი ადამიანზე მორგებულ ადგილად უნდა გადაიქცეს

0
გაზიარება

თბილისის ტრანსპორტის გენერალური გეგმა, ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოსთვის დანიურმა საკონსულტაციო კომპანია “რამბოლმა”, აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით მოამზადა.

80 გვერდიან დოკუმენტში საუბარია,რომ თბილისის 2 ცენტრალური ქუჩა – თავისუფლების მოედანი და რუსთაველის გამზირი ადამიანზე მორგებულ ადგილად უნდა გადაიქცეს.

„თავისუფლების მოედანი თბილისის ცენტრში ისტორიული და ეროვნული მნიშვნელობის ღირსშესანიშნაობაა. იგი ძველი ქალაქის კიდეზე მდებარეობს და როგორც მაცხოვრებლები, ისე ტურისტები ხშირად გადაკვეთენ მას. მიუხედავად ღირსშესანიშნავი მდებარეობისა, თავისუფლების მოედანი ხელს უწყობს ავტომობილების თავისუფალ მოძრაობას. ფეხით, ველოსიპედით სიარული ან უბრალოდ გარეთ ჯდომა, და მოედნით ტკბობა უმეტესად ნაკლებ უსაფრთხო და სასიამოვნო საქმიანობად მიიჩნევა. სხვა ქალაქები თავიანთ მთავარ მოედნებს ადამიანებს უბრუნებენ. ბოლო ოცი წლის განმავლობაში ნიუ-იორკში ტაიმზ-სკვერი და ლონდონში ტრაფალგარის მოედანი ნახევრად საფეხმავლო გახდა.

რუსთაველის გამზირი, ალბათ, თბილისის ყველაზე მნიშვნელოვანი ქუჩაა. ის ჩრდილოეთით რესპუბლიკის მოედანსა და სამხრეთით თავისუფლების მოედანს შორის გადის. გარდა იმისა, რომ რუსთაველის გამზირი საგრძნობი მოცულობის ავტოტრანსპორტს ატარებს ყოველდღიურად, ქვეითთა ნაკადით თბილისის ერთ-ერთ ყველაზე დატვირთულ ქუჩებს შორისაა. მიუხედავად ამისა, რუსთაველის გამზირის უმეტესი ნაწილი ავტომობილებს ეთმობა, ხოლო ქვეითები ტროტუარზე დადიან გასწვრივ. რუსთაველის გასწვრივ შუქნიშნების გარეშე ავტომობილები დიდი სიჩქარით მოძრაობენ და ქვეითები იძულებულნი არიან გამზირი არასასიამოვნო და ხშირად მიუწვდომელი მიწისქვეშა გადასასვლელებით გადაკვეთონ. გამზირზე არ არსებობს ველობილიკები.

ეს პროექტი თავისუფლების მოედნისა და რუსთაველის გამზირის ადამიანზე მორგებულ ადგილად გადაქცევას ისახავს მიზნად. თავისუფლების მოედანზე არსებული წრიული მოძრაობის სქემა შეიცვლება ჩვეულებრივი ორმხრივი ქუჩებით ველობილიკებით კიდეებზე და ნაკადების საკონტროლო შუქნიშნებით, და ბევრად უსაფრთხო ქვეითთა გადასასვლელებით. მოედნის ცენტრალური ნაწილი მთლიანად დაეთმობა ადამიანებს. ეს მოიცავს მეტ მოსასვენებელ ადგილს, მწვანე სივრცეს და უკეთეს ქუჩის განათებას.

რუსთაველის გამზირზე არსებული ჩქაროსნული არტერია თანამედროვე საერთაშორისო ქალაქზე მორგებულ გამზირად გადაიქცევა. უმეტეს გზაჯვარედინზე უზრუნველყოფილი იქნება შუქნიშნები და ქუჩის დონის გადასასვლელები. დიზაინი ასევე მოიცავს ველოსიპედისა და ავტობუსის ზოლებს.

ორივე დიზაინი ამჟამინდელი სქემით შესაბამისობაშია თბილისის სატრანსპორტო გეგმის ხედვასა და მიზნებთან, ისევე როგორც ქუჩის დიზაინის სახელმძღვანელო პრინციპებთან,“- აღნიშნულია გეგმაში.

მსგავსი სიახლეები

იანვარ-აგვისტოში საქართველოდან ექსპორტმა 4.2 მლრდ დოლარი, იმპორტმა კი 10.5 მლრდ შეადგინა

2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 14.700 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3 პროცენტით მეტია.  მონაცემებს…

აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო – სოციალური მომსახურების სააგენტო

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მათ შორის, 16 წლამდე ასაკის ბავშვი 244 699-ია. სააგენტოს ცნობით, აგვისტოს თვის…

საქართველოში ქალები მამაკაცებზე 34%-ით ნაკლებ ხელფასს იღებენ – სტატისტიკის სამსახური

2024 წლის მეორე კვარტალში დაქირავებით დასაქმებული ქალების საშუალო ნომინალური ხელფასი 1 590.2 ლარით, ხოლო კაცების - 2 413.5 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 153.1 ლარი (10.7%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 251.8…

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს და მისი ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს. ქამრის ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება და ყოველი დაცვისთვის ძვირფასი ქვა ემატება. საჩემპიონო ქამრის ღირებულება განპირობებულია მისი შექმნისთვის…

10 ყველაზე საშიში პროფესია მსოფლიოში

Tap Root Cause Analysis-ის ინფორმაციით, მსოფლიოში ყველაზე საშიშ პროფესიად ხე-ტყის მოპოვება ითვლება. აშშ-ს შრომის სტატისტიკის ბიუროს თანახმად, ხე-ტყის მოპოვების სამუშაოების დროს სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყოველ 100 ათას მუშაზე…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!