დღის სიახლეებისიახლეები

ქსელურ მაღაზიებში შერჩეული პროდუქტების ფასი საშუალოდ 2%-ით აღემატება არაქსელურ მაღაზიებში არსებულ ფასს – PMCG

0
გაზიარება

PMCG-ს კვლევაში საცალო ვაჭრობის სექტორია მიმოხილული, თუ როგორია სურსათის ფასები და მათი ფინანსური მაჩვენებლები, რა გამოწვევებია სექტორში და ა.შ.

„ბოლო წლებში სამომხმარებლო პროდუქციის ფასების მნიშვნელოვანი ზრდა ფიქსირდებოდა, რაც გამოწვეული იყო მთელი რიგიში და გარე ეკონომიკური შოკებისგან, ძირითადად COVID-19 პანდემიასა და რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავში რებული ფაქტორებით. აღსანიშნავია, რომ სამომხმარებლო კალათის კატეგორიებში სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებს ყველაზე მაღალი წილი აქვს, შესაბამისად აღნიშნულ კატეგორიაში ფასების ცვლილება მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ინფლაციაზე. ასევე აღსანიშნავია, რომ სურსათის ფასები საშუალო ინფლაციას თან შედარებით მაღალი ცვალებადობით გამოირჩევა. სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ფასების ზრდამ მაქსიმუმს (22%-ით მაღალი წინა წლის შესაბამის თვეს თან შედარებით) 2022 წლის მაისში მიაღწია, რასაც კლების დინამიკა მოჰყვა. 2023 წლის აგვისტოში, 2022 წლის აგვისტოსთან შედარებით, სურსათის ფასებმა 2.4%-ით მოიმატა, რაც ნაწილობრივ მაღალი საბაზო ეფექტით აიხსნება.

გარდა სურსათის ფასების დინამიკაზე დაკვირვებისა, კვლევისას ასევე გაანალიზდა ქსელურ და არაქსელურ მაღაზიებში მრავალფეროვანი სურსათის ხელმისაწვდომობა და შედარდა ფასები. შერჩეულ პირველადი მოხმარების პროდუქტებზე მონაცემები შეგროვდა თბილისი მასშტაბით ქსელურ და არაქსელურ მაღაზიებში. აღსანიშნავია, რომ პროდუქციის მრავალფეროვნების ნაკლე ბობა დაფიქსირდა მოკვლევის არეალში მყოფ ყველა არაქსელურ მაღაზიაში, მეორე მხრივ ქსელურ მაღაზიებში შეინიშნებოდა პროდუქტების მაღალი არჩევანი და ხელმისაწვდომობა.

იმის გათვალისწინებით, რომ არაქსელურ მაღაზიებში პროდუქციის დაბალი მრავალფეროვნება შეინიშნებოდა, შერჩეული 32 პროდუქტიდან, მონაცემების შეგროვება მოხერხდა 26 პროდუქტზე. შესაბამისად, ქსელურ და არაქსელურ მაღაზიებში ფასების სხვაობასთან დაკავშირებით საშუალო შედარებები აღნიშნული 26 პროდუქტის ანალიზით გაკეთდა. კერძოდ, სათითაოდ შედარდა საშუალო ფასები ქსელურ და არაქსელურ მაღაზიებში, აღნიშნული განსხვა ვებები აგრეგირდა. შედეგად, გამოიკვეთა, რომ საშუალოდ 2%-ით აღემატება ქსელურ მაღაზიებში შერჩეული პროდუქტების ფასები არაქსელურ მაღაზიებში არსებულ ფასებს. აღნიშნული სხვაობა, შესაძლოა აიხსნას ქსელური მაღაზიებისთვის არსებული შედარებით მაღალი საოპერაციო ხარჯებით, რაც განპირობებულია პრდუქციის მიღების, დასაწყობებისა და რეალიზაციის სტანდარტების სრული დაცვით,“ – აღნიშნულია PMCG-ს კვლევაში.

მსგავსი სიახლეები

იანვარ-აგვისტოში საქართველოდან ექსპორტმა 4.2 მლრდ დოლარი, იმპორტმა კი 10.5 მლრდ შეადგინა

2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 14.700 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3 პროცენტით მეტია.  მონაცემებს…

აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო – სოციალური მომსახურების სააგენტო

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მათ შორის, 16 წლამდე ასაკის ბავშვი 244 699-ია. სააგენტოს ცნობით, აგვისტოს თვის…

საქართველოში ქალები მამაკაცებზე 34%-ით ნაკლებ ხელფასს იღებენ – სტატისტიკის სამსახური

2024 წლის მეორე კვარტალში დაქირავებით დასაქმებული ქალების საშუალო ნომინალური ხელფასი 1 590.2 ლარით, ხოლო კაცების - 2 413.5 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 153.1 ლარი (10.7%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 251.8…

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს და მისი ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს. ქამრის ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება და ყოველი დაცვისთვის ძვირფასი ქვა ემატება. საჩემპიონო ქამრის ღირებულება განპირობებულია მისი შექმნისთვის…

10 ყველაზე საშიში პროფესია მსოფლიოში

Tap Root Cause Analysis-ის ინფორმაციით, მსოფლიოში ყველაზე საშიშ პროფესიად ხე-ტყის მოპოვება ითვლება. აშშ-ს შრომის სტატისტიკის ბიუროს თანახმად, ხე-ტყის მოპოვების სამუშაოების დროს სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყოველ 100 ათას მუშაზე…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!