წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის (SGBA) ორგანიზებით 2 თებერვალს Chateau De Vere შატო დე ვერე-ში Business meeting 2024 გაიმართება, რომლის მიზანიც არის:
✔️ასოციაციის წევრ კომპანიებს შორის თანამშრომლობისა და ურთიერთობების გაღრმავება;
✔️ინოვაციური და საინტერესო ბიზნეს პროექტების, ინიციატივებისა და პროდუქტების პოპულარიზაცია;
✔️ბიზნესისთვის საინტერესო პროექტებისა და საჭიროებების განხილვა, ახალი ინიციატივების ინიცირება და სხვადასხვა სახის ურთიერთმხარდამჭერი ღონისძიებების დაგეგმვა, როგორიცაა სტრატეგიული კომუნიკაციები, გაყიდვები, მარკეტინგი;
აღნიშნული ღონისძიება 100 კომპანიას უმასპინძლებს.
SGBA Business meeting 2024-ის პარტნიორია, საშუამავლო კომპანია – K group Managment
2023 წელს საშუამავლო კომპანია, K group Managment -ი შეიქმნა, რომლის მიზანიც არის საინვესტიციო და სავაჭრო მიმართულებით კონტაქტების დამყარება სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან.
K group Managment -ის დამფუძნებლის, ნათია კიკოლაშვილის განცხადებით :
„ K group Managment -ი ნეიტრალური კომპანიაა, რომელიც დიდი ენთუზიაზმით აკავშირებს ერთმანეთან საჭირო პირებს და უზრუნველყოფს მათ შორის სრულფასოვან საქმიან პარტნიორობას. მომხმარებლებს ჩვენ ვაწვდით ინფორმაციას, რომელიც დამუშავებას აღარ საჭიროებს, შედეგად ორივე მხარე კმაყოფილია დაზოგილი დროითა და რესურსით.
თავდაპირველად კომპანია იყო უძრავი ქონების საქმიანობით დაინტერესებული, ხოლო დღეს უკვე K group Managment-ის ნიშად, შესაძლოა დასახელდეს სავაჭრო ურთიერთობების დამყარება სხვადსხვა სფეროებში მომუშავე ადამიანებთან, რაც ძალიან სასიამოვნო და საინტერესო პროცესია. ძალიან მიყვარს ახალი ადამიანების გაცნობა, მათთან საქმიანი და მეგობრული ურთიერთობების დამყარება.
გვაქვს საინტერესო შემოთავაზებები, ბრიტანელი მოდის კვირეულის ორგანიზატორის მიერ მიწვეულები ვართ 2024 წლის მარტში პარიზში, Michael Lombard ის მოდის კვირეულზე, (რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობს პარიზსა და ნიუ იორკში, როგორც ტყავის სამოსის დიზაინერი).
ასევე სამხატვრო მიმართულებითაც ბევრი სიახლე და სასიხარულო ამბები გვაქვს, იგეგმება საინტერესო აქტივობები, მათ შორის თებერვალში, ლონდონში გაიმართება გამოფენა- გაყიდვა, სადაც ქართველი მხატვრების ნამუშევრებს ლონდონის სამხატვრო ბირზჟაზეც ვიხილავთ“ – ნათია კიკოლაშვილი
მისამართი: საბურთალო, ს. კანდელაკის 8ა
საკონტაქტო ინფორმაცია: +995 599220036
ელ. მისამართი: [email protected]