დღის სიახლეებისიახლეები

ნოემბერში საქართველოს შაქრის იმპორტი წლიურად 40%-ით, ხოლო ერთი თვის განმავლობაში 8%-ით გაუძვირდა

0
გაზიარება

საქართველოს შაქრის იმპორტის გაძვირების მიზეზი, ერთი მხრივ შესაძლოა, იყოს მსოფლიო ბაზარზე პროდუქციაზე ფასის მატება, მეორე მხრივ კი ახალი დადგენილება, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში შაქრის იმპორტზე დამატებითი გადასახადი დაწესდა.

საქართველოს ხელისუფლების დადგენილებით, 20 ნოემბრიდან 100 კგ-ზე მეტი ოდენობის შაქრის იმპორტისას თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში გაფორმება 1 კილოგრამზე 40 თეთრით განისაზღვრა. ანუ, ყოველი ერთი ტონა შაქრის იმპორტის გადასახადი 400 ლარი გახდა. აღნიშნული დადგენილება 2024 წლის 1-ელ ივლისამდე იმოქმედებს.

საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის ნოემბერში საქართველოში შემოვიდა 4,256 მლნ დოლარის ღირებულების 5 424 ტონა შაქარი, ანუ კილოგრამის ფასი საშუალოდ 78 ცენტი იყო. ოქტომბერში 9 668 ტონა შაქარში ქვეყანამ 7,015 მლნ დოლარი გადაიხადა, ანუ კგ-ში საშუალოდ 72 ცენტი. 2022 წლის ნოემბერში კი იმპორტირებული ერთი კილოგრამი შაქრის ღირებულება საშუალოდ 56 ცენტს შეადგენდა. წინა წლის ნოემბერში ქვეყანამ 10,758 მლნ დოლარის ღირებულების 19 273 ტონა შაქარი იყიდა. შედეგად გამოდის, რომ საქართველოს 2023 წლის ნოემბერში წლიურად შაქრის იმპორტის ღირებულება 40%-ით, ერთი თვის განმავლობაში კი 8%-ით გაუძვირდა.

2023 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველომ უცხოეთში 88,059 მლნ დოლარის ღირებულების 128 207 ტონა შაქარი იყიდა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი 80,573 მლნ დოლარის ღირებულების 138 696 ტონა.

Top-5 იმპორტიორი ქვეყანა:

  • ბრაზილია – 34,472 მლნ აშშ დოლარის 54,550 ტონა (კილოგრამი საშუალოდ 63 ცენტი)
  • რუსეთი – 14,760 მლნ აშშ დოლარის 22,802 ტონა (კილოგრამი საშუალოდ 65 ცენტი)
  • მაროკო – 11,599 მლნ აშშ დოლარის 13,364 ტონა (კილოგრამი საშუალოდ 86 ცენტი)
  • არაბთა გაერთიანებული საამიროები – 9,162 მლნ დოლარის 14,000 ტონა (კილოგრამი საშუალოდ 65 ცენტი)
  • საფრანგეთი – 7 მლნ დოლარის 8,671 ტონა (კილოგრამი საშუალოდ 80 ცენტი)

მსგავსი სიახლეები

იანვარ-აგვისტოში საქართველოდან ექსპორტმა 4.2 მლრდ დოლარი, იმპორტმა კი 10.5 მლრდ შეადგინა

2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 14.700 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3 პროცენტით მეტია.  მონაცემებს…

აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო – სოციალური მომსახურების სააგენტო

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მათ შორის, 16 წლამდე ასაკის ბავშვი 244 699-ია. სააგენტოს ცნობით, აგვისტოს თვის…

საქართველოში ქალები მამაკაცებზე 34%-ით ნაკლებ ხელფასს იღებენ – სტატისტიკის სამსახური

2024 წლის მეორე კვარტალში დაქირავებით დასაქმებული ქალების საშუალო ნომინალური ხელფასი 1 590.2 ლარით, ხოლო კაცების - 2 413.5 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 153.1 ლარი (10.7%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 251.8…

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს და მისი ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს. ქამრის ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება და ყოველი დაცვისთვის ძვირფასი ქვა ემატება. საჩემპიონო ქამრის ღირებულება განპირობებულია მისი შექმნისთვის…

10 ყველაზე საშიში პროფესია მსოფლიოში

Tap Root Cause Analysis-ის ინფორმაციით, მსოფლიოში ყველაზე საშიშ პროფესიად ხე-ტყის მოპოვება ითვლება. აშშ-ს შრომის სტატისტიკის ბიუროს თანახმად, ხე-ტყის მოპოვების სამუშაოების დროს სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყოველ 100 ათას მუშაზე…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!