ბათუმში, აკუსტიკურ ხმაურთან დაკავშირებული 164 ფაქტიდან, 92 შემთხვევა ჯარიმით დასრულდა-ინფორმაციას ბათუმის მუნიციპალიტეტის ინსპექცია აცხადებს.
ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის მიერ გავრცელებული ანგარიშის მიხედვით, მიმდინარე წელს 262 სამართალდარღვევის ფაქტი დაფიქსირდა. მათ შორის, საქალაქო სასამართლომ 175 სუბიექტი სამართალდამრღვევად ცნო, 63-ს სიტყვიერი გაფრთხილება მისცა, ნაწილზე სამართალწარმოება ამ დრომდე მიმდინარეობს.
ანგარიშზე დაყრდნობით, მიმდინარე წელს საზოგადოებრივი სივრცის უკანონო შეზღუდვის 1600-ზე ფაქტი აღიკვეთა. ასევე 300-მდე ობიექტზე გადამოწმდა გადათხრილი სამუშაოს პროცესი და მისი კანონიერება.
გარემოვაჭრეების მიერ უნებართვოდ განთავსებული კონსტრუქციის გატანილი 200-ზე მეტი ფაქტი დაფიქსირდა. ამასთან, ბიოდეგრადირებად პარკებთან დაკავშირებით 180 ობიექტისა და ტროტუარის უნებართვოდ გამოყენებისთვის 200-მდე ობიექტის გაფრთხილება მოხდა. ასევე, 100-მდე უნებართვოდ განთავსებული ჯიხურისა და კაფე-ბარის დემონტაჟი განხორციელდა.
80-მდე სახელმწიფო მიწის ნაკვეთზე, უნებართვოდ განთავსებული ღობის დემონტაჟი განხორციელდა და უნებართვოდ განთავსებული რეკლამის 32 ფაქტი გამოვლინდა. ასევე, ნარჩენების დატოვების ფაქტზე გაფრთხილება მიიღო და აღმოიფხვრა 25 ობიექტში.