დღის სიახლეებისიახლეები

SGBA Business meeting 2024-ის პარტნიორია, ყვავილების მაღაზია – Flower House Ia

0
გაზიარება

წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის (SGBA) ორგანიზებით 2 თებერვალს Chateau De Vere შატო დე ვერე-ში Business meeting 2024 გაიმართება, რომლის მიზანიც არის:

✔️ასოციაციის წევრ კომპანიებს შორის თანამშრომლობისა და ურთიერთობების გაღრმავება;

✔️ინოვაციური და საინტერესო ბიზნეს პროექტების, ინიციატივებისა და პროდუქტების პოპულარიზაცია; ✔️ბიზნესისთვის საინტერესო პროექტებისა და საჭიროებების განხილვა, ახალი ინიციატივების ინიცირება და სხვადასხვა სახის ურთიერთმხარდამჭერი ღონისძიებების დაგეგმვა, როგორიცაა სტრატეგიული კომუნიკაციები, გაყიდვები, მარკეტინგი;

აღნიშნული ღონისძიება 100  კომპანიას უმასპინძლებს.

SGBA Business meeting 2024-ის პარტნიორია, ყვავილების მაღაზია – Flower House Ia

ყვავილების მაღაზია – „Flower House Ia“, რომელიც ქალაქ გორში მდებარეობს – ყვავილების ფერების მრავალფეროვნებასა და სადღესასწაულო საჩუქრების, თაიგულების ფართო არჩევანს გთავაზობთ.

„Flower House Ia“  თავდაპირველად თბილისში დაარსა, სადაც მომხმარებლებს 13 წლის განმავლობაში გამორჩეული ყვავილებითა და თაიგულების დიზაინით ანებივრებდა, ხოლო ბოლო რვა წელია „Flower House Ia“ -მ  გორში გააგრძელა ფუნქციონირება.

„ჩვენი ყვავილების სახლი არ არის ძალიან დიდი, მაგრამ იმდენად მოსწონს ჩვენს მომხმარებლებს, რომ ჩვენგან ძალიან კმაყოფილები მიდიან, ამას ადასტურებს ერთგული მომხმარებლების რაოდენობაც.

ჩვენი მაღაზია გამოირჩევა, როგორც ორიგინალური, სასაჩუქრე თაიგულების დიზაინით, ასევე საბავშვო და კლასიკური თაიგულებით მრავალფეროვნებით. ვმუშაობთ რესტორნების ქსელებში ქორწილების, ივენთების მორთვასა და დიზაინზე, ასევე დღესასწაულების გაფორმებებზე. ჩვენს მომხმარებლებს საკმაოდ მრავალფეროვან არჩევანს ვთავაზობთ, ძალიან ბევრი ქოთნის ყვავილი შემოგვაქვს, როგორც ტროპიკული, ასევე ქართული. ვმუშაობთ ბუნებრივი ყვავილებისგან შექმნილ თაიგულებზე, სასაჩუქრე ყუთებში მომზადებულ ყვავილების თაიგულებზე, ქოთნის ყვავილებზე და ა.შ. “- ია ჯავახიშვილი,  „Flower House Ia“  –ს დამფუძნებელი

„Flower House Ia“ გამორჩეულია განსხვავებული და ორიგინალური გაფორმებებითა და მრავალფეროვანი დიზაინით.

 

გაილამაზე მნიშვნელოვანი დღე „Flower House Ia“-სთან ერთად!

 

 

მის : ქ. გორი ცაბაძის N7

ტელ : 555 62 47 17

 

მსგავსი სიახლეები

Business summit 2024-ის შესახებ ინტერვიუ B2B სივრცეში წარმოდგენილი კომპანიის Konica Minolta Georgia-ს წარმომადგენელთან, თამარ შოშიტაშვილთან

წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის ორგანიზებით, საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ბიზნეს შეხვედრა - Business summit 2024 გაიმართა, რომელიც წარმოადგენს საუკეთესო პლატფორმას, ინოვაციური და საინტერესო ბიზნეს…

მსოფლიოს 10 ყველაზე უჩვეულო სასტუმრო

მსოფლიოს გარშემო ბევრი უცნაური სასტუმრო არსებობს. მსოფლიოს 10 ყველაზე უჩვეულო სასტუმრო: The Boot Bed’n’Breakfast, ახალი ზელანდია სასტუმრო-ჩექმა - ორ-სართულიანი კოტეჯი, რომელსაც ჩექმის ფორმა აქვს. ის ტასმანის რეგიონის…

მშრალი და ხარისხიანი თხილის ღირებულება 5 ლარიდან იწყება – ლევან ქარდავა

„ახლა თხილის აღების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. აგვისტოს დასაწყისში წვიმიანმა ამინდებმა შეგვიშალა ხელი, თუმცა ამ ეტაპზე პროცესი შეფერხებებით გრძელდება. საწარმოები იბარებენ თხილს, ხდება ხარისხის კონტროლი და ფასებიც ამ…

იანვარ-ივლისში უბილეთო მგზავრობისთვის დაწერილმა ჯარიმებმა 2 061 606 ლარი შეადგინა

2024 წლის იანვარ-ივლისში უბილეთო მგზავრობისთვის დაწერილმა ჯარიმებმა 2 061 606 ლარი შეადგინა, რაც 368.3 ათასი ლარით ნაკლებია, წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ფინანსთა სამინისტროს საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის…

საქართველოში უმუშევართა რაოდენობა 47.2 ათასით შემცირდა – საქსტატი

საქსტატის ცნობით, 2024 წლის მეორე კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 3.1 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 13.7% შეადგინა. საქსტატის მონაცემების მიხედვით, საანგარიშო პერიოდში…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!