წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის (SGBA) ორგანიზებით 2 თებერვალს Chateau De Vere შატო დე ვერე-ში Business meeting 2024 გაიმართება, რომლის მიზანიც არის:
✔️ასოციაციის წევრ კომპანიებს შორის თანამშრომლობისა და ურთიერთობების გაღრმავება;
✔️ინოვაციური და საინტერესო ბიზნეს პროექტების, ინიციატივებისა და პროდუქტების პოპულარიზაცია; ✔️ბიზნესისთვის საინტერესო პროექტებისა და საჭიროებების განხილვა, ახალი ინიციატივების ინიცირება და სხვადასხვა სახის ურთიერთმხარდამჭერი ღონისძიებების დაგეგმვა, როგორიცაა სტრატეგიული კომუნიკაციები, გაყიდვები, მარკეტინგი;
აღნიშნული ღონისძიება 100 კომპანიას უმასპინძლებს.
SGBA Business meeting 2024-ის პარტნიორია, რეკრუტინგის მართვის სისტემა – Helio.AI
Helio.AI ინოვაციური ქართული პლატფორმაა, რომელიც კომპანიებს რეკრუტინგის პროცესების ავტომატიზაციაში ეხმარება. სისტემაში თავს იყრის სხვადასხვა წყაროებიდან მიღებული და სხვადასხვა ლოკაციებზე განთავსებული ინფორმაცია. კანდიდატების რეზიუმეების შერჩევას ხელოვნური ინტელექტი ახდენს, ხოლო შერჩევის პროცესის საქმიანობის განმსაზღვრელი რეპორტები ავტომატურ რეჟიმში გენერირდება. პლატფორმის გამოყენებით, რეკრუტინგი 2-ჯერ უფრო სწრაფი და ეფექტურია.
აღნიშნული ხელსაწყოს გამოყენება შეუძლიათ, როგორც დიდ, ასევე მცირე და საშუალო კომპანიებს. არ აქვს მნიშვნლობა რა მიმართულებით გიწევთ მუშაობა, თუ თქვენი ყოველდღიური საქმიანობა რეზიუმეების გადარჩევა, კანდიდატთა სამუშაო გამოცდილებების წაკითხვა და ანალიზია, მაშინ ეს ხელსაწყო ზუსტად თქვენთვის არის შექმნილი. რაც ყველაზე მთავარია, მის გამოყენებას არ სჭირდება არანაირი ტექნიკური ცოდნა და ინტეგრაცია.
Helio.AI არის პირველი და ერთადერთი სტარტაპი, შიდა მოდული კომპანიებისთვის, რომელიც სრულად ფარავს შერჩევის ეტაპს და ეს პროცესი არის გაციფრულებული, ხოლო მის მუშაობაში ჩართულია ქართულად სემანტიკურად გაწვრთვნილი ხელოვნური ინტელექტი.