წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის (SGBA) ორგანიზებით 2 თებერვალს Chateau De Vere შატო დე ვერე-ში Business meeting 2024 გაიმართება, რომლის მიზანიც არის:
✔️ასოციაციის წევრ კომპანიებს შორის თანამშრომლობისა და ურთიერთობების გაღრმავება;
✔️ინოვაციური და საინტერესო ბიზნეს პროექტების, ინიციატივებისა და პროდუქტების პოპულარიზაცია;
✔️ბიზნესისთვის საინტერესო პროექტებისა და საჭიროებების განხილვა, ახალი ინიციატივების ინიცირება და სხვადასხვა სახის ურთიერთმხარდამჭერი ღონისძიებების დაგეგმვა, როგორიცაა სტრატეგიული კომუნიკაციები, გაყიდვები, მარკეტინგი;
აღნიშნული ღონისძიება 100 კომპანიას უმასპინძლებს.
SGBA Business meeting 2024-ის პარტნიორია, აუთსორს მარკეტინგული კომპანია – The Gala Production
საკუთარი იდეების განხორციელების მიზნით, გაყიდვებისა და მარკეტინგის სფეროში მოღვაწეობის მრავალწლიანი გამოცდილებით სალომე ჭიკაძემ შექმნა აუთსორს მარკეტინგული კომპანია – The Gala Production , რომელიც სხვადასხვა ტიპის სარეკლამო და მარკეტინგული სახის მომსახურეობას სთვაზობს კომპანიებსა და ორგანიზაციებს, კერძო და საჯარო სექტორს, როგორც ინდივიდუალურად, ასევე კონკრეტულად GALA Production-ის მიერ ორგანიზებულ სხვადასხვა ტიპის ღონისძიებების ფარგლებში, რომლებიც დაფუძნებული იქნება ინოვაციურ, კულტურულ, შემეცნებით თუ გასართობ თემატიკაზე და მისცემს საინტეგრაციო პლატფორმას თითოეულ მათგანს.
The Gala Production – ის მიზანია თქვას ახალი სიტყვა ბაზარზე, შემოიტანოს მეტი კრეატივი და განავითაროს სარეკლამო სერვისები.
„პოსტ-პანდემიის პირობებში გადადგმულმა ახალმა ნაბიჯმა და დაწყებულმა საქმემ იმაზე მეტად გამომწრთო ვიდრე მოსალოდნელი იყო. ამ წლების განმავლობაში ვიმუშავე უამრავ პროექტზე სხვადასხვა კომპანიებისთვის-ეს იქნებოდა ჟურნალი, ტელევიზია, ონლაინ პლატფორმები თუ ა.შ. გავზარდე საკომუნიკაციო წრე და შევიძინე უამრავი ერთგული პარტნიორი კერძო სექტორში. ვგრძნობდი, რომ მეტის პოტენციალი და ენერგია გამაჩნდა, ამიტომ გადავწყვიტე დამეარსებინა ჩემი კომპანია, რომელშიც დაბრკოლების გარეშე შემეძლებოდა საკუთარი თავის გამოხატვა. ჩვენ მასშტაბური აზროვნების, კრეატიული, მარტივად ლავირებადი და სწრაფად განვითარებადი თაობა ვართ, მარკეტინგში კი ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან სფერო მუდმივად პროგრესირებადია. წლების მანძილზე სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან და უამრავ კომპანიასთან მქონდა კომუნიკაცია, ვაკეთებდი ანალიზს და მიხვდი, რომ რაღაც ახალი მუხტი იყო საჭირო.
კომპანიის დაარსების იდეა დიდი ხნის მანძილზე არსებობდა და ეტაპობრივად იხვეწებოდა. The Gala Production უნდა ყოფილიყო დამოუკიდებელი კომპანია, რომელიც ჩემს ღირებულებებთან, ესთეტიკასთან, ინტერესებთან ახლოს იქნებოდა და ასეც მოხდა, დიდი შრომის და ძალისხმევის შედეგად. ჩემთვის მნიშვნელოვანი და პრიორიტეტულია მხარი დავუჭირო და მივცე პლატფორმა ყველაფერს კულტურულსა და სასარგებლოს, ჩვენი ქვეყნისა და კერძო სექტორის სტრატეგიული განვითარებისთვის, მაგ: ლოკალურ თუ საერთაშორისო Start-up ინიციატივებსა და არამარტო. ვთვლი, რომ მთავარია გვჯეროდეს, შეუძლებელი არაფერია, განსაკუთრებით, ახლა, როცა ჩვენს წინ მთელი სამყარო ღიაა“ – სალომე ჭიკაძე
The Gala Production -ის უპირატესებობებია : სანდოობა, ოპერატიულობა, მრავალმხრივი გამოცდილება და არაორდინალური, კრეატიული იდეები
Instagram : @thegalaproduction საკონტაქტო ინფორმაცია: +995 568 444 284