დღის სიახლეებისიახლეები

SGBA Business meeting 2024-ის პარტნიორია, აუთსორს მარკეტინგული კომპანია – The Gala Production

0
გაზიარება

წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის (SGBA) ორგანიზებით 2 თებერვალს Chateau De Vere შატო დე ვერე-ში Business meeting 2024 გაიმართება, რომლის მიზანიც არის:

✔️ასოციაციის წევრ კომპანიებს შორის თანამშრომლობისა და ურთიერთობების გაღრმავება;

✔️ინოვაციური და საინტერესო ბიზნეს პროექტების, ინიციატივებისა და პროდუქტების პოპულარიზაცია;

✔️ბიზნესისთვის საინტერესო პროექტებისა და საჭიროებების განხილვა, ახალი ინიციატივების ინიცირება და სხვადასხვა სახის ურთიერთმხარდამჭერი ღონისძიებების დაგეგმვა, როგორიცაა სტრატეგიული კომუნიკაციები, გაყიდვები, მარკეტინგი;

აღნიშნული ღონისძიება 100  კომპანიას უმასპინძლებს.

SGBA Business meeting 2024-ის პარტნიორია, აუთსორს მარკეტინგული კომპანია – The Gala Production

საკუთარი იდეების განხორციელების მიზნით, გაყიდვებისა და მარკეტინგის სფეროში მოღვაწეობის მრავალწლიანი გამოცდილებით სალომე ჭიკაძემ შექმნა აუთსორს მარკეტინგული კომპანია – The Gala Production , რომელიც სხვადასხვა ტიპის სარეკლამო და მარკეტინგული სახის მომსახურეობას სთვაზობს კომპანიებსა და ორგანიზაციებს, კერძო და საჯარო სექტორს, როგორც ინდივიდუალურად, ასევე კონკრეტულად GALA Production-ის მიერ ორგანიზებულ სხვადასხვა ტიპის ღონისძიებების ფარგლებში, რომლებიც დაფუძნებული იქნება ინოვაციურ, კულტურულ, შემეცნებით თუ გასართობ თემატიკაზე და მისცემს საინტეგრაციო პლატფორმას თითოეულ მათგანს.

The Gala Production – ის მიზანია თქვას ახალი სიტყვა ბაზარზე, შემოიტანოს მეტი კრეატივი და განავითაროს სარეკლამო სერვისები.

„პოსტ-პანდემიის პირობებში გადადგმულმა ახალმა ნაბიჯმა და დაწყებულმა საქმემ იმაზე მეტად გამომწრთო ვიდრე მოსალოდნელი იყო. ამ წლების განმავლობაში ვიმუშავე უამრავ პროექტზე სხვადასხვა კომპანიებისთვის-ეს იქნებოდა ჟურნალი, ტელევიზია, ონლაინ პლატფორმები თუ ა.შ. გავზარდე საკომუნიკაციო წრე და შევიძინე უამრავი ერთგული პარტნიორი კერძო სექტორში. ვგრძნობდი, რომ მეტის პოტენციალი და ენერგია გამაჩნდა, ამიტომ გადავწყვიტე დამეარსებინა ჩემი კომპანია, რომელშიც დაბრკოლების გარეშე შემეძლებოდა საკუთარი თავის გამოხატვა. ჩვენ მასშტაბური აზროვნების, კრეატიული, მარტივად ლავირებადი და სწრაფად განვითარებადი თაობა ვართ, მარკეტინგში კი ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან სფერო მუდმივად პროგრესირებადია. წლების მანძილზე სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან და უამრავ კომპანიასთან მქონდა კომუნიკაცია, ვაკეთებდი ანალიზს და მიხვდი, რომ რაღაც ახალი მუხტი იყო საჭირო.

კომპანიის დაარსების იდეა დიდი ხნის მანძილზე არსებობდა და ეტაპობრივად იხვეწებოდა. The Gala Production უნდა ყოფილიყო დამოუკიდებელი კომპანია, რომელიც ჩემს ღირებულებებთან, ესთეტიკასთან, ინტერესებთან ახლოს იქნებოდა და ასეც მოხდა, დიდი შრომის და ძალისხმევის შედეგად. ჩემთვის მნიშვნელოვანი და პრიორიტეტულია  მხარი დავუჭირო და მივცე პლატფორმა ყველაფერს კულტურულსა და სასარგებლოს, ჩვენი ქვეყნისა და კერძო სექტორის სტრატეგიული განვითარებისთვის, მაგ: ლოკალურ თუ საერთაშორისო Start-up ინიციატივებსა და არამარტო. ვთვლი, რომ მთავარია გვჯეროდეს, შეუძლებელი არაფერია, განსაკუთრებით, ახლა, როცა ჩვენს წინ მთელი სამყარო ღიაა“  – სალომე ჭიკაძე

The Gala Production -ის უპირატესებობებია : სანდოობა, ოპერატიულობა, მრავალმხრივი გამოცდილება და არაორდინალური, კრეატიული იდეები

Instagram : @thegalaproduction                                                                                                            საკონტაქტო  ინფორმაცია: +995 568 444 284

 

მსგავსი სიახლეები

ხვიჩა კვარაცხელია ყველაზე ძვირად ღირებული 28-ე ფეხბურთელია მსოფლიოში

2024 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატისა და “კოპა ამერიკას” დასრულების შემდეგ, გავლენიანმა საფეხბურთო პორტალმა, Transfermarkt-მა ფეხბურთელების შეფასებები განაახლა და მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელების რეიტინგი…

ქართული წარმოების ფქვილის ექსპორტი 13 ათასჯერ გაიზარდა

ქართული ფქვილის ექსპორტი 2024 წლის იანვარ-ივნისში წლიურად 1.3 ათასჯერ გაიზარდა, ექვს თვეში ექსპორტზე ადგილობრივი წარმოების 26.7 აშშ დოლარის (ჯამში თითქმის 70 ტონ. 1კგ სამუშაოდ 0.38 დოლარი) ხორბლის ფქვილი გავიდა, შარშან იმავე…

2024 წელს საქართველომ 66.4 ათასი დოლარის ლოკოკინა შეიძინა

მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში საქართველომ 66.4 ათასი აშშ დოლარის ლოკოკინა შეიძინა. საქსტატის მონაცემებით, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, ლოკოკინების იმპორტი 55%-ით შემცირდა.2023 წელს ექვს თვეში 136.3 ათასი დოლარის…

საქართველოდან ატმის ექსპორტი 93%-ით გაიზარდა

2024 წლის პირველ ნახევარში საქართველოდან ახალი ატმისა და ნექტარინების ექსპორტი გაიზარდა. 2022 წლის პირველ ექვს თვის მონაცემებით, ექსპორტის მკვეთრი შემცირების შემდეგ ადგილობრივად წარმოებული აგროპროდუქტის ქვეყნის საზღვრებს…

კონსალტინგ პორტი (Consulting Port) – თქვენი საიმედო პარტნიორი ბიზნესში

ბიზნესის მართვა რთული გამოწვევაა, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც საქმე ფინანსურ და იურიდიულ საკითხებს ეხება. სწორედ აქ ჩნდება "კონსალტინგ პორტი" - საკონსულტაციო კომპანია, რომელიც 2014 წლიდან  ქართულ ბიზნეს სექტორს…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!