საქართველოს ფეროშენადნობების სექტორის ექსპორტის ასეთი მკვეთრი შემცირება ბოლო ათწლეულის განმავლობაში არცერთხელ არ მომხდარა.
ფეროშენადნობები საქართველოს მძიმე მრეწველობის ინდუსტრიის ერთ-ერთი მთავარი პროდუქტია, რომელიც წარსულში ათასობით ადამიანს ასაქმებდა, თუმცა საფასო ვარდნის გამო 2023 წელს ის კრიზისის წინაშე აღმოჩნდა.
საქსტატის თანახმად, 2023 წლის განმავლობაში საქართველოდან უცხოეთში 157 ათასი ტონა ფეროშენადნობები გავიდა, რომლის ღირებულებაც 180 მილიონი დოლარი იყო. შესაბამისად, ერთი ტონა საქონელი საშუალოდ 1,149 დოლარი ღირდა.
2022 წელს მთლიანი ექსპორტი 229 ათასი ტონა იყო, ხოლო საექსპორტო შემოსავალი ტონაზე 2,007 დოლარს შეადგენდა, შესაბამისად მთლიანი სექტორის შემოსავალი 460 მილიონ დოლარს შეადგენდა.
საქსტატის ანგარიშის თანახმად, ფეროშენადნობების სექტორს ტონაზე 1,000 დოლარის მიდამოებში მყოფი ფასების პირობებშიც წარსულშიც უმუშავია და მაგალითად 2015; 2016 და 2020 წლებში ერთი ტონის საექსპორტო ღირებულება 1000 დოლარზე დაბალი იყო, თუმცა 2023 წელს სექტორში სირთულე წინა წელთან შედარებით ფასის მკვეთრმა შემცირებამ განაპირობა.
საქართველოს ფეროშენადნობების სექტორის შემოსავლები 2013-2023 წლებში:
- 2013 წელს – $230,747,980 დოლარი, ექსპორტის მოცულობა 222,669 ტონა, ფასი ტონაზე $1,036
- 2014 წელს – $285,805,820 დოლარი, ექსპორტის მოცულობა 269,781 ტონა, ფასი ტონაზე $1,059
- 2015 წელს – $194,765,880 დოლარი, ექსპორტის მოცულობა 219,231 ტონა, ფასი ტონაზე $888
- 2016 წელს – $169,300,620 დოლარი, ექსპორტის მოცულობა 229,029 ტონა, ფასი ტონაზე $739
- 2017 წელს – $306,369,190 დოლარი, ექსპორტის მოცულობა 281,213 ტონა, ფასი ტონაზე $1,089
- 2018 წელს – $352,938,860 დოლარი, ექსპორტის მოცულობა 298,392 ტონა, ფასი ტონაზე $1,183
- 2019 წელს – $303,384,850 დოლარი, ექსპორტის მოცულობა 274,848 ტონა, ფასი ტონაზე $1,104
- 2020 წელს – $247,329,060 დოლარი, ექსპორტის მოცულობა 250,652 ტონა, ფასი ტონაზე $987
- 2021 წელს – $477,432,790 დოლარი, ექსპორტის მოცულობა 299,385 ტონა, ფასი ტონაზე $1,595
- 2022 წელს – $459,803,300 დოლარი, ექსპორტის მოცულობა 229,094 ტონა, ფასი ტონაზე $2,007
- 2023 წელს – $180,661,850 დოლარი, ექსპორტის მოცულობა 157,235 ტონა, ფასი ტონაზე $1,149