საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის 1-ლი იანვრის მდგომარეობით, არსებობს 980 212 ბიზნეს სუბიექტი, რომელთაგან აქტიური მხოლოდ 26,7%-ია. სტატისტიკის მიხედვით, ამ დროისთვის თავის საქმიანობას მხოლოდ 261 449 სუბიექტი ახორციელებს.
ამავე მონაცემების მიხედვით, ყველაზე მეტი, 196 543 ბიზნეს სუბიექტი საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტის სფეროშია რეგისტრირებული, აქედან მოქმედია მხოლოდ 83 230 (42,3%).
44 030 ბიზნეს სუბიექტია ფიქსირებული დამამუშავებელი მრეწველობაში, თუმცა მათგან აქტიური მხოლოდ 17 546-ია (39,8%). შემდეგია, ტრანსპორტი და დასაწყობება, სადაც რეგისტრირებული 33 835 სუბიექტიდან 18 598 მუშაობს (55%). მას მოსდევს მშენებლობა 32 938 რეგისტრაციით, აქედან აქტიურია მხოლოდ 16 314 (49,5%).
- განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობები – 25 349 რეგისტრაცია, აქტიური 10 305 (40,6%);
- პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 20 035 რეგისტრაცია, აქტიური – 9 439 (47,1%);
- ინფორმაცია და კომუნიკაცია – 15 645 რეგისტრაცია, აქტიური 10 366 აქტიური (66,3%);
- ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურების საქმიანობები – 12 488 რეგისტრაცია, აქტიური 5 953 (47,6%);
- სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა – 9 414 რეგისტრაცია, აქტიური 3 382 (35,9%).