დღის სიახლეებისიახლეები

საქართველოში 980 212 ბიზნეს სუბიექტია რეგისტრირებული, რომელთაგან აქტიური მხოლოდ 26,7%-ია

0
გაზიარება

საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის 1-ლი იანვრის მდგომარეობით, არსებობს 980 212 ბიზნეს სუბიექტი, რომელთაგან აქტიური მხოლოდ 26,7%-ია. სტატისტიკის მიხედვით, ამ დროისთვის თავის საქმიანობას მხოლოდ 261 449 სუბიექტი ახორციელებს.

ამავე მონაცემების მიხედვით, ყველაზე მეტი, 196 543 ბიზნეს სუბიექტი საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტის სფეროშია რეგისტრირებული, აქედან მოქმედია მხოლოდ 83 230 (42,3%).

44 030 ბიზნეს სუბიექტია ფიქსირებული დამამუშავებელი მრეწველობაში, თუმცა მათგან აქტიური მხოლოდ 17 546-ია (39,8%). შემდეგია, ტრანსპორტი და დასაწყობება, სადაც რეგისტრირებული 33 835 სუბიექტიდან 18 598 მუშაობს (55%). მას მოსდევს მშენებლობა 32 938 რეგისტრაციით, აქედან აქტიურია მხოლოდ 16 314 (49,5%).

დარგებს, სადაც ყველაზე მეტი სუბიექტია რეგისტრირებული:
  • განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობები – 25 349 რეგისტრაცია, აქტიური 10 305 (40,6%);
  • პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 20 035 რეგისტრაცია, აქტიური – 9 439 (47,1%);
  • ინფორმაცია და კომუნიკაცია – 15 645 რეგისტრაცია, აქტიური 10 366 აქტიური (66,3%);
  • ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურების საქმიანობები – 12 488 რეგისტრაცია, აქტიური 5 953 (47,6%);
  • სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა – 9 414 რეგისტრაცია, აქტიური 3 382 (35,9%).

მსგავსი სიახლეები

საქართველოში ჩინური ავტომობილების იმპორტი მაქსიმუმზეა

2024 წელს, 3 თვეში საქართველოში ჯამში, 32,204 ერთეული 486,575 მლნ აშშ დოლარის ავტომობილი შემოვიდა, საიდანაც ჩინეთზე 1,7% მოდის. საქსტატის მონაცემებით,აღნიშნულ პერიოდში 547 ერთეული (7,824 მლნ აშშ დოლარი) ჩინური ავტომობილი…

აპრილში ფულადი გზავნილების მოცულობა 24.8%-ით შემცირდა და $278 მლნ დოლარი შეადგინა

2024 წლის აპრილში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 278.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2023 წლის აპრილის ანალოგიურ მაჩვენებელზე 24.8%-ით (91.8 მლნ აშშ დოლარით) ნაკლებია. ეროვნული ბანკის მიერ…

5 ივლისს წლის მთავარი ბიზნეს მოვლენა – Business Summit 2024 გაიმართება

ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო, 24 მაისს წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის მიერ დაგეგმილი წლის მთავარი ბიზნეს მოვლენა, Business Summit 2024 გაიმართება 5 ივლისს -  ინფორმაცია ამის შესახებ SGBA-ს ფეისბუქ გვერდზე…

მუსიკალური ფესტივალი 4GB 2024 გაუქმდა

მუსიკალური ფესტივალი 4GB 2024 გაუქმდა, - ინფორმაციას ამის შესახებ  4GB Festival-ი სოციალურ ქსელში ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ფესტივალი ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე გაუქმდა. „გაცნობებთ, რომ 4GB…

სავალდებულო საბაზო განათლება 9 კლასის ნაცვლად, 10 კლასით განისაზღვრება

ზოგადი განათლების საფეხურებში ცვლილების მიღების შედეგად, სავალდებულო საბაზო განათლება 9 კლასის ნაცვლად, 10 კლასით განისაზღვრება და მოსწავლეების სავალდებულო განათლების მიღების უზრუნველყოფა 10 კლასის ჩათვლით მოხდება.…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!