საქართველო აშშ-ში ღვინის იმპორტიორ ქვეყნებს შორის მე-18 ადგილზეა
საქართველო აშშ-ში ღვინის იმპორტიორ ქვეყნებს შორის, ღირებულების თვალსაზრისით, მე-18 ადგილზეა. ინფორმაცია ამერიკის ღვინის ეკონომისტთა ასოციაციის (American Association of Wine Economists-AAWE) უახლეს, 2023 წლის რეიტინგში წერია, რომელიც ასოციაციის facebook-გვერდზე ვრცელდება.
AAWE-ის მონაცემებით, 2023 წელს აშშ-ში საქართველეოდან 5,22 მლნ დოლარის ღირებულების ღვინის იმპორტი განხორციელდა.
აშშ-ში ღვინის იმპორტის ღირებულებით ქვეყნების 2023 წლის ტოპ 10-ეული ასეთია:
- საფრანგეთი – 2,500.17 მლრდ დოლარი
- იტალია – 2,117.22 მლრდ დოლარი
- ახალი ზელანდია – 598.87 მლნ დოლარი
- ესპანეთი – 364.36 მლნ დოლარი
- ავსტრალია – 269.23 მლნ დოლარი
- არგენტინა – 201.03 მლნ დოლარი
- ჩილე – 166.31 მლნ დოლარი
- პორტუგალია – 119.58 მლნ დოლარი
- გერმანია – 79.54 მლნ დოლარი
- კანადა – 70.74 მლნ დოლარი
ცნობისთვის: AAWE არაკომერციული საგანმანათლებლო ორგანიზაციაა, რომელიც ეკონომიკურ კვლევებს ეწევა, ასევე, მეღვინეობის სფეროში იდეებს აანალიზებს და მათ გაცვლას უწყობს ხელს. ასოციაციის ძირითადი საქმიანობა მეღვინეობის შესახებ რეცენზირებული ეკონომიკური ჟურნალის გამოცემა და მეღვინეობასთან დაკავშირებული სამეცნიერო კონფერენციების ორგანიზებაა.