დღის სიახლეებისიახლეები

საქართველო აშშ-ში ღვინის იმპორტიორ ქვეყნებს შორის მე-18 ადგილზეა

0
გაზიარება

საქართველო აშშ-ში ღვინის იმპორტიორ ქვეყნებს შორის მე-18 ადგილზეა

საქართველო აშშ-ში ღვინის იმპორტიორ ქვეყნებს შორის, ღირებულების თვალსაზრისით, მე-18 ადგილზეა. ინფორმაცია ამერიკის ღვინის ეკონომისტთა ასოციაციის (American Association of Wine Economists-AAWE) უახლეს, 2023 წლის რეიტინგში წერია, რომელიც ასოციაციის facebook-გვერდზე ვრცელდება.

AAWE-ის მონაცემებით, 2023 წელს აშშ-ში საქართველეოდან 5,22 მლნ დოლარის ღირებულების ღვინის იმპორტი განხორციელდა.

აშშ-ში ღვინის იმპორტის ღირებულებით ქვეყნების 2023 წლის ტოპ 10-ეული ასეთია:

  • საფრანგეთი – 2,500.17 მლრდ დოლარი
  • იტალია – 2,117.22 მლრდ დოლარი
  • ახალი ზელანდია – 598.87 მლნ დოლარი
  • ესპანეთი – 364.36 მლნ დოლარი
  • ავსტრალია – 269.23 მლნ დოლარი
  • არგენტინა – 201.03 მლნ დოლარი
  • ჩილე – 166.31 მლნ დოლარი
  • პორტუგალია – 119.58 მლნ დოლარი
  • გერმანია – 79.54 მლნ დოლარი
  • კანადა – 70.74 მლნ დოლარი

ცნობისთვის: AAWE არაკომერციული საგანმანათლებლო ორგანიზაციაა, რომელიც ეკონომიკურ კვლევებს ეწევა, ასევე, მეღვინეობის სფეროში იდეებს აანალიზებს და მათ გაცვლას უწყობს ხელს. ასოციაციის ძირითადი საქმიანობა მეღვინეობის შესახებ რეცენზირებული ეკონომიკური ჟურნალის გამოცემა და მეღვინეობასთან დაკავშირებული სამეცნიერო კონფერენციების ორგანიზებაა.

მსგავსი სიახლეები

საქართველოში ჩინური ავტომობილების იმპორტი მაქსიმუმზეა

2024 წელს, 3 თვეში საქართველოში ჯამში, 32,204 ერთეული 486,575 მლნ აშშ დოლარის ავტომობილი შემოვიდა, საიდანაც ჩინეთზე 1,7% მოდის. საქსტატის მონაცემებით,აღნიშნულ პერიოდში 547 ერთეული (7,824 მლნ აშშ დოლარი) ჩინური ავტომობილი…

აპრილში ფულადი გზავნილების მოცულობა 24.8%-ით შემცირდა და $278 მლნ დოლარი შეადგინა

2024 წლის აპრილში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 278.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2023 წლის აპრილის ანალოგიურ მაჩვენებელზე 24.8%-ით (91.8 მლნ აშშ დოლარით) ნაკლებია. ეროვნული ბანკის მიერ…

5 ივლისს წლის მთავარი ბიზნეს მოვლენა – Business Summit 2024 გაიმართება

ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო, 24 მაისს წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის მიერ დაგეგმილი წლის მთავარი ბიზნეს მოვლენა, Business Summit 2024 გაიმართება 5 ივლისს -  ინფორმაცია ამის შესახებ SGBA-ს ფეისბუქ გვერდზე…

მუსიკალური ფესტივალი 4GB 2024 გაუქმდა

მუსიკალური ფესტივალი 4GB 2024 გაუქმდა, - ინფორმაციას ამის შესახებ  4GB Festival-ი სოციალურ ქსელში ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ფესტივალი ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე გაუქმდა. „გაცნობებთ, რომ 4GB…

სავალდებულო საბაზო განათლება 9 კლასის ნაცვლად, 10 კლასით განისაზღვრება

ზოგადი განათლების საფეხურებში ცვლილების მიღების შედეგად, სავალდებულო საბაზო განათლება 9 კლასის ნაცვლად, 10 კლასით განისაზღვრება და მოსწავლეების სავალდებულო განათლების მიღების უზრუნველყოფა 10 კლასის ჩათვლით მოხდება.…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!