დღის სიახლეებისიახლეები

ზღვის ფსკერზე 4 თვის დაძველებით ღვინის ფასი 100-150 ლარია

0
გაზიარება

საქართველოში ზღვის ფსკერზე ღვინის დაძველების პროცესი 2020 წლიდან დაიწყო, პროექტს სათავეში “საქართველოს წყალქვეშა ცურვის ასოციაციის” თავმჯდომარე დავით ნიკოლეიშვილი მეგობართან ერთად ჩაუდგა.

დავით ნიკოლეიშვილის თქმით ამ მიმართულებით ძირითად პრობლემას ტერიტორიის არქონა წარმოადგენს, ამ ეტაპზე სამი ლოკაცია არის შერჩეული, რომელმაც უკვე უძლიერეს შტორმსაც კი გაუძლო, მაგრამ ფსკერზე ბევრი ბოთლის ჩატანას ვერ რისკავს, რადგან ზარალის ალბათობა დიდია.

„ერთ-ერთმა კომპანიამ 5 000 ბოთლის დაძველება მთხოვა, მაგრამ ეს საკმაოდ დიდი რაოდენობაა, მაგრამ როდესაც ტერიტორია არ მაქვს და შესაბამისად, შემოსაზღვრულიც არ მაქვს ადგილი, ვერ გავრისკავ, რადგან ზარალის რისკი მაღალია. ამ ეტაპზე მარტო ვმუშაობთ ამ პროექტზე, ბოლო დროს „ხარება“ ჩაერთო, 140 ბოთლი გამომიყო დასაძველებლად. ასევე რუმინეთის საზღვაო ინსტიტუტმა შემომთავაზა მათთან გადასვლა ან ფრანშიზის მიყიდვა, რაც მე არ შემიძლია, რადგან ეს კიდევ სხვა წესებს მოითხოვს, ბიზნესი უნდა მქონდეს, გაყიდვები უნდა მქონდეს აქტიურად, რაც ჯერ მე არ მაქვს.

რამდენიმე ბოთლი გავგზავნე რუსეთში, ყაზახეთში, ბრიტანეთში, საიდანაც დიდი დაინტერესება წამოვიდა, მაგრამ მე ამდენი ღვინო არ მაქვს, ჩემი ღვინო არ მაქვს, უნდა ავიღო კერძო მწარმოებლებისგან, ამასთან, დარწმუნებული უნდა ვიყო, რომ ღვინო კარგია, რადგან ყველანაირს იქ ვერ ჩავდებ.

„ხარებას“ ღვინოები, რომლებიც ჯერ ისევ ფსკერზეა და 1-წლიანი დაძველება ზაფხულში შეუსრულდებათ, დიდი ალბათობით, მათსავე მარნებსა და მაღაზიებში გაიყიდება“ – აცხადებს დავით ნიკოლეიშვილი.

პროექტის ავტორის თქმით, 4 თვის დაძველებით ღვინის ფასი 100-150 ლარია, თუმცა ამ ეტაპზე გაყიდვების მხრივ დიდი შედეგები ჯერ არ აქვთ. დავით ნიკოლეიშვილის თქმით, აუქციონზე 1-ლიტრიანი „რქაწითელი“ 500 ლარადაც გაუყიდია. ინტერესს ძირითადად უცხოელები გამოხატავენ.

 

მსგავსი სიახლეები

მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ქალაქების რეიტინგი – მილიონერების და მილიარდერების რაოდენობის მიხედვით

Henley and Partners ყოველწლიურად აქვეყნებს მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ქალაქების რეიტინგს, სადაც ასახელებს 50 ქალაქს იქ მცხოვრები მილიონერების და მილიარდერების რაოდენობის მიხედვით. მდიდარი ქალაქების სია: 1. ნიუ-იორკში 60…

ევროპის ჩემპიონატზე გასვლისთვის ნაკრები 850 ათასი ლარის ნაცვლად 3 მილიონ ლარს მიიღებს

ევროპის ჩემპიონატზე გასვლისთვის ნაკრები 3 მილიონ ლარს მიიღებს, ინფორმაცია ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. „ევროპის ჩემპიონატზე გასვლისთვის ნაკრებებისთვის სტანდარტულად…

ადგილობრივი ექსპორტი 18.3%-ით შემცირდა

საქსტატის მონაცემებით, ადგილობრივი ექსპორტი (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე), მთლიანი ექსპორტის 45.7 პროცენტს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით 18.3 პროცენტით შემცირდა და 805.9 მლნ აშშ დოლარს გაუტოლდა. 2024…

EURO 2024-ზე დასასწრებად ჩარტერული რეისების ფასი სუბსიდირების ფარგლებში 195 ევრო, ხოლო ორი ფრენის ფასი 390 ევრო იქნება

პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძე განცხადებით, ევროპის მატჩზე დასწრების მსურველებისთვის ფრენებზე სუბსიდირების პროგრამის ფარგლებში ბილეთები კვირის ბოლომდე შესაბამის პლატფორმაზე განთავსდება. ერთი ფრენის ფასი სუბსიდირების…

იანვარ-აპრილში ექსპორტი 10.1% შემცირდა, ხოლო იმპორტი 0.3%-ით გაიზარდა

2024 წლის იანვარ-აპრილში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 6.563 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.7 პროცენტით ნაკლებია. ინფორმაციას…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!