დღის სიახლეებისიახლეები

ზღვის ფსკერზე 4 თვის დაძველებით ღვინის ფასი 100-150 ლარია

0
გაზიარება

საქართველოში ზღვის ფსკერზე ღვინის დაძველების პროცესი 2020 წლიდან დაიწყო, პროექტს სათავეში “საქართველოს წყალქვეშა ცურვის ასოციაციის” თავმჯდომარე დავით ნიკოლეიშვილი მეგობართან ერთად ჩაუდგა.

დავით ნიკოლეიშვილის თქმით ამ მიმართულებით ძირითად პრობლემას ტერიტორიის არქონა წარმოადგენს, ამ ეტაპზე სამი ლოკაცია არის შერჩეული, რომელმაც უკვე უძლიერეს შტორმსაც კი გაუძლო, მაგრამ ფსკერზე ბევრი ბოთლის ჩატანას ვერ რისკავს, რადგან ზარალის ალბათობა დიდია.

„ერთ-ერთმა კომპანიამ 5 000 ბოთლის დაძველება მთხოვა, მაგრამ ეს საკმაოდ დიდი რაოდენობაა, მაგრამ როდესაც ტერიტორია არ მაქვს და შესაბამისად, შემოსაზღვრულიც არ მაქვს ადგილი, ვერ გავრისკავ, რადგან ზარალის რისკი მაღალია. ამ ეტაპზე მარტო ვმუშაობთ ამ პროექტზე, ბოლო დროს „ხარება“ ჩაერთო, 140 ბოთლი გამომიყო დასაძველებლად. ასევე რუმინეთის საზღვაო ინსტიტუტმა შემომთავაზა მათთან გადასვლა ან ფრანშიზის მიყიდვა, რაც მე არ შემიძლია, რადგან ეს კიდევ სხვა წესებს მოითხოვს, ბიზნესი უნდა მქონდეს, გაყიდვები უნდა მქონდეს აქტიურად, რაც ჯერ მე არ მაქვს.

რამდენიმე ბოთლი გავგზავნე რუსეთში, ყაზახეთში, ბრიტანეთში, საიდანაც დიდი დაინტერესება წამოვიდა, მაგრამ მე ამდენი ღვინო არ მაქვს, ჩემი ღვინო არ მაქვს, უნდა ავიღო კერძო მწარმოებლებისგან, ამასთან, დარწმუნებული უნდა ვიყო, რომ ღვინო კარგია, რადგან ყველანაირს იქ ვერ ჩავდებ.

„ხარებას“ ღვინოები, რომლებიც ჯერ ისევ ფსკერზეა და 1-წლიანი დაძველება ზაფხულში შეუსრულდებათ, დიდი ალბათობით, მათსავე მარნებსა და მაღაზიებში გაიყიდება“ – აცხადებს დავით ნიკოლეიშვილი.

პროექტის ავტორის თქმით, 4 თვის დაძველებით ღვინის ფასი 100-150 ლარია, თუმცა ამ ეტაპზე გაყიდვების მხრივ დიდი შედეგები ჯერ არ აქვთ. დავით ნიკოლეიშვილის თქმით, აუქციონზე 1-ლიტრიანი „რქაწითელი“ 500 ლარადაც გაუყიდია. ინტერესს ძირითადად უცხოელები გამოხატავენ.

 

მსგავსი სიახლეები

ხვიჩა კვარაცხელია ყველაზე ძვირად ღირებული 28-ე ფეხბურთელია მსოფლიოში

2024 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატისა და “კოპა ამერიკას” დასრულების შემდეგ, გავლენიანმა საფეხბურთო პორტალმა, Transfermarkt-მა ფეხბურთელების შეფასებები განაახლა და მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელების რეიტინგი…

ქართული წარმოების ფქვილის ექსპორტი 13 ათასჯერ გაიზარდა

ქართული ფქვილის ექსპორტი 2024 წლის იანვარ-ივნისში წლიურად 1.3 ათასჯერ გაიზარდა, ექვს თვეში ექსპორტზე ადგილობრივი წარმოების 26.7 აშშ დოლარის (ჯამში თითქმის 70 ტონ. 1კგ სამუშაოდ 0.38 დოლარი) ხორბლის ფქვილი გავიდა, შარშან იმავე…

2024 წელს საქართველომ 66.4 ათასი დოლარის ლოკოკინა შეიძინა

მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში საქართველომ 66.4 ათასი აშშ დოლარის ლოკოკინა შეიძინა. საქსტატის მონაცემებით, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, ლოკოკინების იმპორტი 55%-ით შემცირდა.2023 წელს ექვს თვეში 136.3 ათასი დოლარის…

საქართველოდან ატმის ექსპორტი 93%-ით გაიზარდა

2024 წლის პირველ ნახევარში საქართველოდან ახალი ატმისა და ნექტარინების ექსპორტი გაიზარდა. 2022 წლის პირველ ექვს თვის მონაცემებით, ექსპორტის მკვეთრი შემცირების შემდეგ ადგილობრივად წარმოებული აგროპროდუქტის ქვეყნის საზღვრებს…

კონსალტინგ პორტი (Consulting Port) – თქვენი საიმედო პარტნიორი ბიზნესში

ბიზნესის მართვა რთული გამოწვევაა, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც საქმე ფინანსურ და იურიდიულ საკითხებს ეხება. სწორედ აქ ჩნდება "კონსალტინგ პორტი" - საკონსულტაციო კომპანია, რომელიც 2014 წლიდან  ქართულ ბიზნეს სექტორს…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!