2024 წლის აპრილში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 278.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2023 წლის აპრილის ანალოგიურ მაჩვენებელზე 24.8%-ით (91.8 მლნ აშშ დოლარით) ნაკლებია.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, გაზრდილია გზავნილები იმ ქვეყნებიდან, საიდანაც გადმორიცხვების წყაროს წარმოადგენენ თავად საქართველოდან სამუშაოდ ემიგრირებული მოქალაქეები. აშშ-დან გზავნილებმა აპრილში 35%-ით იმატა, იტალიიდან 12%-ით, საბერძნეთიდან 7%-ით, გერმანიიდან კი 15%-ით გაიზარდა.
ქვეყანა |
ჩარიცხული მოცულობა (მლნ. აშშ დოლარი) |
ჩარიცხული მოცულობის წლიური ზრდის ტემპი |
რუსეთის ფედერაცია | 49 | -69% |
აშშ | 46 | 35% |
იტალია | 46 | 12% |
საბერძნეთი | 22 | 7% |
გერმანია | 21 | 15% |
ისრაელი | 20 | 17% |
ყაზახეთი | 12 | -38% |
თურქეთი | 8 | -12% |
ესპანეთი | 6 | 9% |
ყირგიზეთი | 6 | 61% |
ირლანდია | 5 | 43% |
საფრანგეთი | 5 | 13% |
აზერბაიჯანი | 4 | -22% |
გაერთიანებული სამეფო | 3 | -5% |
პოლონეთი | 3 | 21% |
კანადა | 2.1 | 8% |
კვიპროსი | 1.8 | 11% |
არაბთა გაერთიანებული საამიროები | 1.8 | 27% |
ნიდერლანდები | 1.4 | 4% |
იორდანია | 1.2 | 357% |