Numbeo-ს 2024 წლის რეიტინგის თანახმად, რომელიც ეფუძნება 97 ქვეყნის მონაცემებს, 1 კგ ყველი სუპერმარკეტებში ყველაზე ძვირი ჰონგ-კონგსა და შვეიცარიაში ღირს, ხოლო ყველაზე იაფი ეგვიპტესა და ირანში.
რაც შეეხება საქართველო, ის 97 ქვეყანას შორის რეიტინგში 64-ე ადგილს იკავებს. მონაცემების თანახმად, 1კგ ყველი საქართველოს სუპერმარკეტებში საშუალოდ 8.26 დოლარი ღირს.
1 კგ ყველი მარკეტებში ყველაზე ძვირი შემდეგ ათ ქვეყანაშია:
- ჰონგ-კონგი (ჩინეთი) – 28.52 დოლარი
- შვეიცარია – 25.04 დოლარი
- სინგაპური – 18.69 დოლარი
- ავსტრია – 17.26 დოლარი
- ტაილანდი – 16.85 დოლარი
- ლუქსემბურგი – 16.58 დოლარი
- ტაივანი – 14.42 დოლარი
- იტალია – 14.35 დოლარი
- ბელგია – 14.19 დოლარი
1 კგ ყველი მარკეტებში ყველაზე იაფი შემდეგ ათ ქვეყანაშია:
- ეგვიპტე – 3.37 დოლარი
- ირანი – 3.75 დოლარი
- ნიგერია – 4.28 დოლარი
- ბოლივია – 4.56 დოლარი
- კოლუმბია – 4.90 დოლარი
- პაკისტანი – 5.08 დოლარი
- ლიბია – 5.12 დოლარი
- აზერბაიჯანი – 5.14 დოლარი
- ომანი – 5.17 დოლარი
- ერაყი – 5.18 დოლარი