World Population Review რიჩარდ ლინისა და დევით ბეკერის კვლევის მონაცემებზე დაყრდნობით აქვეყნებს 198 ქვეყნის IQ-ს საშუალო მაჩვენებელს. რეიტინგში საქართველო 84-ე-ე ადგილს იკავებს. კვლევის თანახმად, საქართველოში საშუალო მაჩვენებელი 84.5-ს შეადგენს.
რეიტინგში ყველაზე მაღალი IQ-ს მაჩვენებელი იაპონიას აქვს, რომლის საშუალო ქულა 106.48-ს შეადგენს. ათეული ასე გამოიყურება:
- იაპონია – 106.48
- ტაივანი – 106.47
- სინგაპური – 105.89
- ჰონგ-კონგი – 105.37
- ჩინეთი – 104.1
- სამხრეთ კორეა – 102.35
- ბელარუსი – 101.6
- ფინეთი – 101.2
- ლიხტენშტაინი – 101.07
- გერმანია – 100.74
ინფორმაციისთვის, „ინტელექტის კოეფიციენტი“ არის ინდივიდის კოგნიტური შესაძლებლობების საზომი საერთო პოპულაციასთან შედარებით. ის გამოითვლება სტანდარტიზებული ტესტებით, რომლებიც შექმნილია ადამიანის ინტელექტის შესაფასებლად. IQ ტესტების უმეტესობაში, IQ-ის საშუალო კოეფიციენტი 100-ზე დგინდება.
IQ-ის გაზომვის პროცესი მოიცავს ტესტების სერიას, რომელიც აფასებს ინტელექტის სხვადასხვა ასპექტს, მათ შორის მეხსიერებას, პრობლემის გადაჭრის უნარს, მათემატიკურ უნარსა და ლინგვისტურ უნარებს.
კვლევაში აღნიშნულია, რომ „IQ არის კოგნიტური შესაძლებლობების მხოლოდ ერთი საზომი და არ ასახავს ადამიანის ინტელექტის ყველა ასპექტს. გარდა ამისა, ქვეყნის საშუალო IQ არ არის მისი მოქალაქეების პოტენციალისა და შესაძლებლობების საბოლოო საზომი“.