დღის სიახლეებისიახლეები

ღია ბიუჯეტის ინდექსში – 2023 საქართველო 125 ქვეყანას შორის კვლავ პირველ ადგილს იკავებს – ფინანსთა სამინისტრო

0
გაზიარება

საქართველოში საჯარო ფინანსების მართვის სფეროში ბოლო წლების განმავლობაში თანმიმდევრული და სწორად დაგეგმილი და განხორციელებული რეფორმების შედეგები დღეს, კიდევ ერთხელ, დაადასტურა ბიუჯეტის გამჭვირვალობის კვლევამ.ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

ფინანსთა სამინისტროს ცნობით, ღია ბიუჯეტის ინდექსში (Open Budget Index 2023) საქართველო სრულიად გამჭვირვალე ქვეყნების რიგში კვლავ პირველ ადგილს იკავებს მსოფლიოს 125 ქვეყანას შორის.

„ღია ბიუჯეტის ინდექსი, ასევე, აფასებს ბიუჯეტის ზედამხედველობას და მოქალაქეთა ჩართულობას, სადაც რეიტინგში საქართველო 125 ქვეყანას შორის მე-5 ადგილზეა.

ბიუჯეტის გამჭვირვალობა – 87 ქულა (100 ქულიდან)ბიუჯეტის ზედამხედველობა – 83 ქულა (100 ქულიდან);მოქალაქეთა ჩართულობა – 44 ქულა (100 ქულიდან)

ბიუჯეტის ზედამხედველობის მიმართულებით 2021 წლის კვლევასთან შედარებით მნიშვნელოვანი პროგრესია. შეფასება 74 ქულიდან გაიზარდა 83 ქულამდე, ხოლო რეიტინგით საქართველომ 21-ე ადგილიდან მე-5 ადგილზე გადაინაცვლა.

2012 წლიდან საქართველომ ბიუჯეტის გამჭვირვალობის მიხედვით შეზღუდული გამჭვირვალობის ქვეყნების ჯგუფიდან, 2017 წლისთვის გადაინაცვლა მოწინავე – სრულიად გამჭვირვალე ქვეყნების რიგში.

ბიუჯეტის საერთაშორისო პარტნიორობის ორგანიზაცია არის დამოუკიდებელი არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც არასამთავრობო სექტორის მხარდაჭერით ახორციელებს გამჭვირვალობის შეფასებას მთელს მსოფლიოში, რომლის ფარგლებშიც ყურადღება ექცევა შემდეგ მიმართულებებს: ბიუჯეტის გამჭვირვალობა, საზოგადოების ჩართულობა და ბიუჯეტის ზედამხედველობა. ბიუჯეტის გამჭვირვალობის კვლევა ტარდება ყოველ ორ წელიწადში ერთხელ“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები

იანვარ-აგვისტოში საქართველოდან ექსპორტმა 4.2 მლრდ დოლარი, იმპორტმა კი 10.5 მლრდ შეადგინა

2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 14.700 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3 პროცენტით მეტია.  მონაცემებს…

აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო – სოციალური მომსახურების სააგენტო

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მათ შორის, 16 წლამდე ასაკის ბავშვი 244 699-ია. სააგენტოს ცნობით, აგვისტოს თვის…

საქართველოში ქალები მამაკაცებზე 34%-ით ნაკლებ ხელფასს იღებენ – სტატისტიკის სამსახური

2024 წლის მეორე კვარტალში დაქირავებით დასაქმებული ქალების საშუალო ნომინალური ხელფასი 1 590.2 ლარით, ხოლო კაცების - 2 413.5 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 153.1 ლარი (10.7%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 251.8…

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს და მისი ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს. ქამრის ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება და ყოველი დაცვისთვის ძვირფასი ქვა ემატება. საჩემპიონო ქამრის ღირებულება განპირობებულია მისი შექმნისთვის…

10 ყველაზე საშიში პროფესია მსოფლიოში

Tap Root Cause Analysis-ის ინფორმაციით, მსოფლიოში ყველაზე საშიშ პროფესიად ხე-ტყის მოპოვება ითვლება. აშშ-ს შრომის სტატისტიკის ბიუროს თანახმად, ხე-ტყის მოპოვების სამუშაოების დროს სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყოველ 100 ათას მუშაზე…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!