თბილისში მოქმედი წყალმომარაგების საყოფაცხოვრებო ტარიფი მეზობელი და ევროპული ქვეყნების დედაქალაქებთან შედარებით დაბალია. ინფორმაცია სემეკის წლიურ ანგარიშში მოყვანილი ანალიზიდან ირკვევა.
საქართველოში მოქმედი სამომხმარებლო ტარიფების სიმძიმის შეფასების მიზნით თბილისში მოქმედი ტარიფი – 0.50 ლარი/მ³-ზე შედარებულია სხვადასხვა ქვეყნის დედაქალაქების მაჩვენებელთან. ანალიზი აჩვენებს, რომ თბილისის შემდეგ, ყველაზე დაბალი ტარიფი სომხეთის დედაქალაქ ერევანში მოქმედებს – 0.95 ლარი/მ³-ზე. ყველაზე მაღალი ტარიფი კი ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოშია – 24.39 ლარი/მ³-ზე.
სხვადასხვა ქვეყნის დედაქალაქში მოქმედი წყალმომარაგების საყოფაცხოვრებო ტარიფები, ზრდადობის მიხედვით, ასე გამოიყურება (ლარი/მ³):
- თბილისი 0.50
- ერევანი 0.95
- ბაქო 1.55
- მინსკი 1.55
- სკოპიე 1.55
- ანკარა 2.00
- კიშინოვი 2.02
- პოდგორიცა 2.31
- კიევი 2.34
- ბელგრადი 2.68
- ტირანა 2.79
- სარაევო 2.92
- ათენი 4.05
- ვილნიუსი 4.26
- ბუდაპეშტი 4.42
- ბუქარესტი 4.60
- სოფია 4.84
- ტალინი 5.02
- რიგა 5.13
- ლარნაკა 6.47
- ლისაბონი 6.57
- ლუბლიანა 6.57
- ზაგრები 6.68
- რომი 6.78
- მადრიდი 6.97
- ბრატისლავა 7.15
- ვარშავა 7.54
- ვადუცი 8.78
- ბრიუსელი 9.83
- პარიზი 11.04
- პრაღა 12.96
- ვენა 13.41
- ბერლინი 13.49
- სტოქჰოლმი 13.85
- ჰელსინკი 15.48
- ლუქსემბურგი 17.09
- ბერნი 17.11
- რეიკიავიკი 17.80
- კოპენჰაგენი 18.14
- ამსტერდამი 21.00
- ოსლო 24.39