დღის სიახლეებისიახლეები

გაზრდილი ფასები კანიონებსა და მღვიმეებში

0
გაზიარება

საქართველოში რამდენიმე კანიონსა და მღვიმეში ვიზიტორებს გაზრდილი ფასები მიმდინარე წლის პირველი მარტიდან დახვდათ.

ბილეთი 6-წლამდე ბავშვებისთვის, მოსწავლეთა და სტუდენტთა ჯგუფის ვიზიტის დროს, ერთი სკოლის, კოლეჯის ან სასწავლო უნივერსიტეტის პედაგოგისა და ტურისტული სააგენტოს გიდებისთვის (ხელშეკრულების არსებობის შემთხვევაში) კვლავაც უფასოა. ფასი უცვლელი დარჩა მხოლოდ 6 წლიდან 18 წლამდე პირებისთვის და ის 5.5 ლარს შეადგენს. გაზრდილი ფასები შეეხება შემდეგ კატეგორიებს:

მარტვილის კანიონი

  • საქართველოს მოქალაქე/რეზიდენტი პირებისთვის ფასი 10.35-ლარიდან 12 ლარამდე გაიზარდა;
  • უცხო ქვეყნის მოქალაქეები – 17.25 ლარის ნაცვლად ფასი 20 ლარი იქნება;
  • ნავით გასეირნება 15 ლარიდან 20-ლარამდეა გაზრდილი.
  • ოკაცეს კანიონი
  • საქართველოს მოქალაქე/რეზიდენტი პირები – 9.20 ლარიდან გაიზარდა 12-ლარამდე;
  • უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის შესვლა 17.25 ლარიდან 20-ლარამდე გაძვირდა;

ოკაცეს (კინჩხა) ჩანჩქერი

  • საქართველოს მოქალაქე/რეზიდენტი პირები – 10,35 ლარის ნაცვლად – 12 ლარი;
  • უცხო ქვეყნის მოქალაქეები – 17,25 ლარის ნაცვლად 20 ლარი.

სათაფლია

  • საქართველოს მოქალაქე/რეზიდენტი პირებისთვის ფასი 8 ლარიდან 10 ლარამდე გაიზარდა;
  • უცხო ქვეყნის მოქალაქეების ფასი 17.25 ლარიდან 20-ლარამდეა გაზრდილი.

პრომეთეს მღვიმე

  • საქართველოს მოქალაქე/რეზიდენტი პირები – 11.50 ლარის ნაცვლად, 12 ლარი;
  • ნავით გასეირნება 11.50 ლარის ნაცვლად, 13 ლარი;
  • უცხო ქვეყნის მოქალაქეები – 23 ლარის ნაცვლად ფასი 25 ლარი იქნება;
  • ნავით გასეირნება უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის 17.25 ლარიდან 20 ლარამდე გაიზარდა.

ნავენახევის მღვიმე

  • საქართველოს მოქალაქე/რეზიდენტი პირები რჩება უცვლელად – 8 ლარი;
  • უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის ფასი 11.50 ლარი ღირდა, ახლა კი 12 ლარია.

სხვა ყველა მღვიმესა და კანიონზე იქამდე არსებული ფასები უცვლელი დარჩა.

რაც შეეხება ვიზიტორების რაოდენობას, საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე გასულ წელს ვიზიტორების რაოდენობა 19%-ით გაიზარდა. ყველაზე მეტი სტუმარი პრომეთეს მღვიმეს ჰყავდა და 230 677 შეადგინა. მეორე ადგილზეა მარტვილის კანიონი, მას 228 998 სტუმარი ეწვია, სათაფლიაში ვიზიტორების რაოდენობა 96 956 იყო, ოკაცეს კანიონზე 84 276, ხოლო ნავენახევის მღვიმეში 4 860.

მსგავსი სიახლეები

იანვარ-აგვისტოში საქართველოდან ექსპორტმა 4.2 მლრდ დოლარი, იმპორტმა კი 10.5 მლრდ შეადგინა

2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 14.700 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3 პროცენტით მეტია.  მონაცემებს…

აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო – სოციალური მომსახურების სააგენტო

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მათ შორის, 16 წლამდე ასაკის ბავშვი 244 699-ია. სააგენტოს ცნობით, აგვისტოს თვის…

საქართველოში ქალები მამაკაცებზე 34%-ით ნაკლებ ხელფასს იღებენ – სტატისტიკის სამსახური

2024 წლის მეორე კვარტალში დაქირავებით დასაქმებული ქალების საშუალო ნომინალური ხელფასი 1 590.2 ლარით, ხოლო კაცების - 2 413.5 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 153.1 ლარი (10.7%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 251.8…

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს და მისი ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს. ქამრის ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება და ყოველი დაცვისთვის ძვირფასი ქვა ემატება. საჩემპიონო ქამრის ღირებულება განპირობებულია მისი შექმნისთვის…

10 ყველაზე საშიში პროფესია მსოფლიოში

Tap Root Cause Analysis-ის ინფორმაციით, მსოფლიოში ყველაზე საშიშ პროფესიად ხე-ტყის მოპოვება ითვლება. აშშ-ს შრომის სტატისტიკის ბიუროს თანახმად, ხე-ტყის მოპოვების სამუშაოების დროს სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყოველ 100 ათას მუშაზე…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!