საქართველოში გასულ წელს იმპორტირებულია 72 760 დოლარის გაყინული რვაფეხა, ხოლო მიმდინარე წლის საანგარიშო პერიოდში 56 000 დოლარის.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ თუ გასულ წელს 1 კგ გაყინული რვაფეხას საიმპორტო ფასი 8 დოლარი იყო, წელს ფასმა 7.9 დოლარი შეადგინა. მონაცემების მიხედვით, საიმპორტო ფასი მცირედით, 1.25%-ით შემცირდა.
2024 წლის იანვარ-აპრილში გაყინული რვაფეხას იმპორტიორები არიან:
- გერმანია – 19 100 დოლარი
- ჩინეთი – 16 370 დოლარი
- ბელგია – 13 890 დოლარი
- ნიდერლანდები – 6 320 დოლარი
- საფრანგეთი – 320 დოლარი
საანგარიშო პერიოდში საქართველოდან გაყინული რვაფეხას ექსპორტი (რეექსპორტის ჩათვლით) არ განხორციელებულა.