საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის პირველ კვარტალში საქართველოში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია – 42.4 მლნ. აშშ დოლარი თურქეთიდან განხორციელდა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 21 პროცენტს შეადგენს, მეორე ადგილზე იმყოფება ჩეხეთი – 41.5 მლნ. აშშ დოლარით (20.6 პროცენტი), ხოლო მესამეზე აშშ – 33.7 მლნ. აშშ დოლარით (16.7 პროცენტი). ხუთი უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნების წილი ინვესტიციების მთლიანი მოცულობის 85.5 პროცენტს შეადგენს.
საქართველოში 2024 წლის 1-ელ კვარტალში ძირითადი პირდაპირი ინვესტორი ქვეყნებია :
- თურქეთი – 42.4 მლნ აშშ დოლარი;
- ჩეხეთი – 41.5 მლნ აშშ დოლარი;
- აშშ – 33.7 მლნ აშშ დოლარი;
- ნიდერლანდები – 32.3 მლნ აშშ დოლარი;
- მარშალის კუნძულები – 22.3 მლნ აშშ დოლარი;
- იაპონია – 19.3 მლნ აშშ დოლარი;
- ჩინეთი – 13.9 მლნ აშშ დოლარი;
- აზერბაიჯანი – 12.7 მლნ აშშ დოლარი;
- მალტა – 11.7 მლნ აშშ დოლარი;
- დანია – 10.2 მლნ აშშ დოლარი.