ეროვნულმა ბანკმა მაის-ივნისში იმაზე მეტი დოლარი გაყიდა ვიდრე 2023 წელს მთლიანად
ეროვნულმა ბანკმა 16 მაისიდან – 11 ივნისამდე პერიოდში, სავალუტო აუქციონზე 168.7 მილიონი დოლარი გაყიდა, რაც 2023 წლის ჯამურ მონაცემს დაახლოებით 2 მილიონით აჭარბებს – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ მონაცემებშია საუბარი.
სებ-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სავალუტო აუქციონზე აშშ დოლარით ვაჭრობის(გაყიდვის) დინამიკა ასეთია:
- 16 მაისი – 60 მლნ. დოლარი;
- 28 მაისი – 48.7 მლნ. დოლარი;
- 11 ივნისი – 60 მლნ. დოლარი.
2023 წლის განმავლობაში საქართველომ 166.750 მლნ დოლარის უცხოური ვალუტა გაყიდა, რაც დღევანდელ მაჩვენებელზე 1.2 პროცენტით ნაკლებია.
2023 წლის 11 ივნისამდე ეროვნულ ბანკს მხოლოდ 17.1 მლნ დოლარი ჰქონდა გაყიდული. გასულ წელს სავალუტო აუქციონზე სებ-მა უცხოური ვალუტის ძირითადი ნაწილი(149.65 მილიონი დოლარი) სექტემბრისა და ოქტომბრის თვეებში გამოიტანა.