პროფესიები, რომლებიც 20 წლის წინ არ არსებობდა:
- ვლოგერი
დღევანდელი ვლოგერები და მოქალაქე ჟურნალისტები ვლოგების საშუალებით იზიდავენ აუდიტორიას, სოციუმისთვის უამრავ სასარგებლო საქმეს აკეთებენ და ამით თვითონაც გამოიმუშავებენ ფულს.
ვლოგერი, როგორც სამუშაო და შემოსავლის წყარო, 20 წლის წინ არ არსებობდა.
2. მზის პანელების (ფერმის) მენეჯერი
დღეს ელექტროენერგიის გამომუშავება მზის პანელების ერთგვარი ფერმების საშუალებით მომგებიანი, სასურველი და ეკოლოგიურად მისაღებია. უამრავი ქვეყანა ამონტაჟებს პანელებს კონკრეტულ მონაკვეთებში, მათ პატარა დასახლების ელექტროენერგიით უზრუნველყოფა შეუძლიათ. ამ ფერმას კი კომპეტენტური მომვლელი სჭირდება, რომელიც სრულყოფილად ფლობს სამუშაო სპეციფიკის უნარებს.
პანელების ზედამხედველის, მანიშის თქმით, რომელიც დიდ ბრიტანეთში არსებულ ფერმას უვლის, სამუშაოს შესრულებისთვის მთავარი არის დისციპლინა, რომელიც მოიცავს უამრავ პრობლემის გადაჭრას და სისტემურ ანალიზს. მისი პასუხისმგებლობა მოიცავს სიმძლავრისა და ენერგიის მაჩვენებლების შემოწმებას, ასევე აღჭურვილობის შემოწმებას და გამომუშავების გაზომვას.
3. ციფრული მარკეტინგისა და სოციალური მედიის მეწარმე
ციფრული მარკეტინგი – ეს არის კლიენტებთან კომუნიკაცია, რომელიც მიზნად ისახავს თქვენი გზავნილის თქვენს აუდიტორიამდე მიტანას, ერთგულების შენარჩუნებას, შეთავაზებებს და ინოვაციურ მიდგომებს.
მარკეტინგის სპეციალისტი დახელოვნებული უნდა იყოს სოციალური მედიის პოსტების შექმნაში, უნდა შეეძლოს ვიდეოების გადაღება და რედაქტირება, ასევე ბრენდის სტრატეგიაზე მუშაობა.
4. აპლიკაციის შემქმნელი
აპები არ არსებობს მხოლოდ ჩვენს ტელეფონებსა და ტაბლეტებზე, ისინი ურთიერთობენ ჩვენს გარშემო არსებულ სამყაროსთან. სწორედ აქ არის მნიშვნელოვანი დეველოპერის უნარები. მას უნდა შეეძლოს მოქნილი, მარტივი და ფუნქციური აპის შექმნა, რომელიც მომხმარებლებს მოეწონება.
დეველოპერის საბაზისო ცოდნა მოიცავს HTML-სა და Javascript-ის უნარებს. კოდირების, გრაფიკული დიზაინის ცოდნას.
5. 3D პრინტერების ტექნიკოსები
დღეს უკვე ყველაფრის 3D დაბეჭდვა არის შესაძლებელი – სრული სახლებისაც კი. ინდუსტრია იზრდება და მოსალოდნელია, წელს მისი მოცულობა 35.6 მლრდ დოლარს მიაღწევს.
3D ბეჭდვის ტექნიკოსი ჩართულია წარმოების პროცესის ყველა ეტაპზე, ფაილის მომზადებიდან შეფუთვამდე და მიწოდებამდე.