დღის სიახლეებისიახლეები

Galt&Taggart 2024 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზს 7%-მდე ზრდის

0
გაზიარება

საინვესტიციო ბანკის მიერ გამოქვეყნებული კვირის მიმოხილვის მიხედვით, Galt&Taggart 2024 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზს 7%-მდე ზრდის, აქამდე Galt&Taggart-ი 6%-იან ზრდას პროგნოზირებდა.

მიმოხილვის ავტორებს ზრდის მიზეზად საქსტატის მონაცემები მოჰყავთ.

“საქსტატის მიხედვით, 2024 წლის I კვარტალში საქართველოს რეალური მშპ 8.4%-ით გაიზარდა, რაც 0.6პპ-ით მეტია წინასწარ მაჩვენებელთან შედარებით. აღნიშნული კორექციის გათვალისწინებით, საქართველოს ეკონომიკა 2024 წლის პირველ 4 თვეში 9.4%-ით გაიზარდა. სექტორულ ჭრილში, პირველი კვარტლის ზრდაში მაღალი დადებითი კონტრიბუცია შეიტანეს შემდეგმა დარგებმა: უძრავი ქონება (+18.8% წ/წ), განათლება (+29.1% წ/წ), სახელმწიფო მმართველობა (+13.0% წ/წ), ICT (+12.2% წ/წ), მშენებლობა (+10.3% წ/წ) და ტრანსპორტი (+9.7% წ/წ). ამასთან, კლება დაფიქსირდა ელექტროენერგიის მიწოდების (-11.6% წ/წ) და სამთომოპოვებითი მრეწველობის (-1.8% წ/წ) დარგებში.

იანვარ-აპრილში დაფიქსირებული მოსალოდნელზე ძლიერი ზრდის და მიმდინარე მაღალი ეკონომიკური აქტივობის გათვალისწინებით, 2024 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზს ვზრდით 7.0%-მდე 6.0%-დან”, – ნათქვამია მიმოხილვაში.

მსგავსი სიახლეები

იანვარ-აგვისტოში საქართველოდან ექსპორტმა 4.2 მლრდ დოლარი, იმპორტმა კი 10.5 მლრდ შეადგინა

2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 14.700 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3 პროცენტით მეტია.  მონაცემებს…

აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო – სოციალური მომსახურების სააგენტო

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მათ შორის, 16 წლამდე ასაკის ბავშვი 244 699-ია. სააგენტოს ცნობით, აგვისტოს თვის…

საქართველოში ქალები მამაკაცებზე 34%-ით ნაკლებ ხელფასს იღებენ – სტატისტიკის სამსახური

2024 წლის მეორე კვარტალში დაქირავებით დასაქმებული ქალების საშუალო ნომინალური ხელფასი 1 590.2 ლარით, ხოლო კაცების - 2 413.5 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 153.1 ლარი (10.7%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 251.8…

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს და მისი ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს. ქამრის ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება და ყოველი დაცვისთვის ძვირფასი ქვა ემატება. საჩემპიონო ქამრის ღირებულება განპირობებულია მისი შექმნისთვის…

10 ყველაზე საშიში პროფესია მსოფლიოში

Tap Root Cause Analysis-ის ინფორმაციით, მსოფლიოში ყველაზე საშიშ პროფესიად ხე-ტყის მოპოვება ითვლება. აშშ-ს შრომის სტატისტიკის ბიუროს თანახმად, ხე-ტყის მოპოვების სამუშაოების დროს სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყოველ 100 ათას მუშაზე…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!