სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წელს 5 თვის მონაცემებით ( რეალურად, მხოლოდ აპრილ-მაისში) საქართველოში 205.1 ტონა (110.3 ათასი აშშ დოლარის ) პროდუქტი შემოვიდა, წინა წლის იანვარ-მაისში – 128.3 ტონა (49.4 ათასი აშშ დოლარი).
სტატისტიკის მიხედვით, წელს პროდუქტის იმპორტი ორი ქვეყნიდან, თურქეთიდან და სომხეთიდან განხორციელდა. თურქეთიდან 181.1 ტონა (97.8 ათასი აშშ დოლარი), 88%, ხოლო სომხეთიდან 23.9 ტონა (12.5 ათასი აშშ დოლარი) 12%.
ამავე მონაცემების მიხედვით, წელს იმპორტიორ ქვეყნებს ნიდერლანდები გამოაკლდა, საიდანაც შარშან ბალი მცირე რაოდენობით, იანვარში შემოვიდა.
საქსტატზე დაყრდნობით, წელს 1 კგ ბალი, საშუალოდ, 54 ცენტი ღირდა, შარშან – 39 ცენტი. ფასი დათვლილია გადასახადების გარეშე.