ტურიზმი, დასვენება და გართობა
ტურიზმი, დასვენება და გართობადღის სიახლეებირეგიონებისაინტერესო სიახლეები

10 ყველაზე პოპულარული ტურისტული ადგილი საქართველოში

0
გაზიარება

1. ბათუმი

ყველაზე მეტი სტუმარი აჭარის უმშვენიერეს ქალაქს – ბათუმს ჰყავს. ბათუმი მსხვილი საერთაშორისო ნავსადგურია შავი ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროზე. ამ ქალაქში ტურისტები უამრავ სიძველეს ხვდებიან, აქ არის მუზეუმები, რომელთა ექსპონატებიც ქვის ხანით თარიღდება. ბათუმში და საერთოდ, აჭარაში, განვითარებულია ტურიზმის თითქმის ყველა სახეობა, აქვე შესაძლებელია ფრინველებზე დაკვირვება, რაც უამრავ ორნითოლოგს იზიდავს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან.

2. თბილისი

ძალიან ბევრი სტუმარი ჰყავს საქართველოს დედაქალაქსაც. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის კვლევის მიხედვით, თბილისი ამ მხრივ მეორე ადგილს იკავებს ბათუმის შემდეგ. აქ მთელი წლის განმავლობაში ათასობით საერთაშორისო ვიზიტორი და ტურისტი შემოდის, რაც ქვეყნის ეკონომიკისთვის შემოსავლის მნიშვნელოვანი წყაროა. სტუმრებს განსაკუთრებით იზიდავს ძველი თბილისი – ორიგინალური, ვიწრო ქუჩებით, ისტორიული ადგილებითა და ეკლესია-მონასტრებით.

3. ქობულეთი

ბალნეოლოგიური კურორტი ქობულეთი, აჭარის კურორტებისაგან განსაკუთრებული მიკროკლიმატით გამოირჩევა. ის კოლხეთის დაბლობზე, ქალაქ ბათუმიდან 25 კმ-ის დაშორებით მდებარეობს. ქობულეთი საქართველოს შავიზღვისპირეთის კურორტებიდან ყველაზე ახლოს არის ზღვასთან. კურორტის ძირითად სამკურნალო ნიშას შავი ზღვის თბილი და ტენიანი კლიმატი წარმოადგენს. ქობულეთი საქართველოს შავიზღვისპირეთის მნიშვნელოვანი ტურისტული ცენტრია.

4. მცხეთა

საქართველოს უძველეს დედაქალაქს, მცხეთას, ყოველ წელიწადს უამრავი ადამიანი სტუმრობს. ტურისტებს ყველაზე მეტად ამ ქალაქის ისტორიული სიძველეები იზიდავს. გამორჩეული მდებარეობა, ულამაზესი რელიეფი, უძველესი ძეგლები – ეს მხოლოდ არასრული ჩამონათვალია იმ ღირსებებისა, რომლითაც მცხეთა უცხოელ სტუმრებს ხიბლავს.

5. ქუთაისი

ქუთაისი მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მქონე ქალაქია. ეს მშვენიერი, ქართული ქალაქი ტურისტებს უძველესი ადგილებით იზიდავს და ყოველთვის დახვეწილი სტუმართმოყვარეობით ხვდება.

6. ყაზბეგი

სტეფანწმინდა ანუ ყაზბეგი გამორჩეული, უნიკალური ადგილია. გარდა მთის კლიმატისა და მინერალური წყლებისა, აქ არის ეკოტურიზმის თვალსაზრისით საინტერესო ხეობები: თრუსო, სნო, დარიალი და ხანდო. გარდა ულამაზესი ბუნებისა და ძველისძველი ისტორიული ძეგლებისა, ტურისტებს ქართულ სოფლებში იქაური ცხოვრების წესიც ხიბლავს.

7. ბორჯომი

ბორჯომი მესხეთისა და თრიალეთის ქედების მარადმწვანე ფერდობებს შორის მდებარეობს – ზღვის დონიდან 800-1000 მეტრის სიმაღლეზე. ბორჯომის მთავარი ღირსება სასარგებლო ჰავა და საყოველთაოდ ცნობილი მინერალური წყლებია, რომლებიც დადებითად მოქმედებს არაერთი დაავადების დროს.

8. ურეკი

ადამიანის ორგანიზმისთვის არანაკლებ სასარგებლოა ურეკში დასვენება. მაგნიტური ქვიშა ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც აქ ტურისტების რიცხვი ყოველ წელიწადს მატულობს. მედიკოსები ურეკის სანაპიროზე დასვენებას გულ-სისხლ-ძარღვთა სისტემის, ნევროზის და სასუნთქი ორგანოების პრობლემების მქონე ადამიანებს ურჩევენ.

9. მესტია & უშგული

მესტია (ყოფილი სეტი) მდებარეობს მესტიის ქვაბულში – ზღვის დონიდან 1500 მ-ზე. აქ კარგადაა შემონახული შუა საუკუნეების საერო, საკულტო და თავდაცვითი ნაგებობები. მთის ჰაერი და მშვენიერი ბუნება ძალიან ბევრ ტურისტს იზიდავს. აქვეა უშგული – უნიკალური ადგილი, რომელიც ევროპის ყველაზე მაღალ დასახლებად არის მიჩნეული: უშგული ზღვის დონიდან 2060-2200 მეტრზე მდებარეობს. სოფლის თავზე აღმართულია დათოვლილი, დიდებული მწვერვალი შხარა, რომელიც კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის ერთ-ერთი უმაღლესი მწვერვალია. სწორედ იქ იბადება და მერე, უშგულის გავლით მოედინება სვანეთის მთავარი მდინარე – ენგური.

10. სიღნაღი

ბოლო წლებში ძალიან ბევრი სტუმარი ჰყავს საქართველოს ერთ-ერთი ულამაზეს ციხე-ქალაქს – სიღნაღს. ეს უცხოელი ტურისტებისთვის ერთ-ერთი საინტერესო და მიმზიდველი ადგილია. სიღნაღში თითქმის ყველაფერია, რაც სტუმრებს იზიდავს: ძველი ციხე-გალავანი, ლამაზი სახლები, აგურით ნაშენი კედლები, რიყის ქვის ქუჩები და მარნები… სიღნაღს მუსიკისა და სიყვარულის ქალაქსაც უწოდებენ. აქ არის უძველესი ეკლესია-მონასტრები და სასწაულმოქმედი წყარო, რომლის წარმოშობასაც წმინდა ნინოს სახელს უკავშირებენ და რომელმაც უკვე ათასობით ადამიანი განკურნა.

წყარო : ხათუნა ჩიგოგიძე / bpn.ge

მსგავსი სიახლეები

საქართველოში საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 807.7 მლნ დოლარს მიაღწია

2024 წლის პირველ კვარტალში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარ-მარტში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 807.7 მილიონი დოლარი შეადგინა. ადმინისტრაციის ცნობით, 2024 წელს საერთაშორისო ტურიზმიდან…

მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი დამტკიცდა

მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი დაამტკიცა, ამის შესახებ დადგენილება 17 აპრილს გამოქვეყნდა. დადგენილების მიხედვით, მასწავლებლის ეროვნული პრემია გადაეცემა განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული…

1 კგ ქართული წარმოების ალუჩა მარკეტებში 35-40 ლარი ღირს, ხოლო 1კგ ახალი ქართული კარტოფილი 8-10 ლარის ფარგლებში მერყეობს

ადგილობრივ ბაზარზე ქართული წარმოების ახალი კარტოფილი და ალუჩა უკვე შემოვიდა. 1 კგ ქართული წარმოების ალუჩა მარკეტებში 35-40 ლარი ღირს, რაც შეეხება ბაზარს, აქ 1 კგ-ს ფასი მაქსიმუმ 10-13 ლარს შეადგენს. ახალი ქართული კარტოფილი,…

მიმდინარე წლის ტურიზმისთვის ევროპის საუკეთესო დედაქალაქად ლისაბონი აღიარეს

პორტუგალიის დედაქალაქი, ლისაბონი, რომლის ხელისუფლებაც ტურისტულ გადასახადს აორმაგებს, მიმდინარე წლის ტურიზმისთვის ევროპის საუკეთესო დედაქალაქად აღიარეს. ინფორმაცია VisaGuide.World-ის რეიტინგში წერია. კვლევის ავტორები წერენ,…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!