კვებაRSS კატეგორიასტარტაპები

„გუნდა“-ს გლობალური მისია – კომპანიის გეგმა მსოფლიოში სახაჭაპურე ქსელის მოწყობაა

0
გაზიარება

ქართული სამზარეულოს განუყოფელი კერძის, ხაჭაპურის მსოფლიო დონეზე პოპულარიზაციას კომპანია „გუნდა“ გეგმავს. საწყის ეტაპზე, თბილისში, 2022 წლის ზაფხულიდან, ქსელური სახაჭაპურის პირველი ობიექტი გაიხსნება. გრძელვადიან გეგმაში, კომპანია საზღვრებს გარეთ გასვლას და მსოფლიო მეგაპოლისებში პიცერიებთან კონკურენციას აპირებს. „გუნდა“ მომხმარებლებს 25-ზე მეტი სახეობის ხაჭაპურს შესთავაზებს, ხოლო მოგვიანებით, რაოდენობა 40-მდე გაზრდის.

არტიზანული სახაჭაპურის დამფუძნებლის, ლალი პაპაშვილისა და, პროექტის ერთ-ერთი პარტნიორის, ლევან ქოქიაშვილის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ხაჭაპურის მირთმევა ბევრ ადგილას შეიძლება და არც ეს სახაჭაპურე იქნება ამ მხრივ პირველი, მომხმარებლებს ინოვაციურობას ისინი მაინც პირდებიან. კერძოდ, კვების ობიექტისათვის დამახასიათებელი ადგილწარმოშობის პროდუქტის პოპულარიზაცია იქნება კომპანიის მთავარი მიზანი. ცხობისათვის გამოყენებული იქნება მხოლოდ ნატურალური, სოფლის პროდუქცია, ქართული ხორბლის ჯიშებისგან წარმოებული ფქვილი, რითაც მსოფლიო მასშტაბითაც გახდება შესაძლებელი ხაჭაპურის ნამდვილი გემოს შეცნობა.

„გუნდა“-ს ამოქმედება რამდენჯერმე, კორონავირუსული პანდემიის გამო, გადაიდო. ზაფხულში, ქსელის ფილიალი სოლოლაკში, ბესიკის ქუჩაზე გაიხსნება. რაც შეეხება ინვესტიციას, ამ ეტაპზე დამფუძნებლები არ ასახელებენ კონკრეტულ მოცულობას, თუმცა განმარტავენ სხვა საკითხებს და საუბრობენ გრძელვადიან გეგმებზე. თავდაპირველად, დასაქმდება 20-დან 25 ადამიანამდე. მოგვიანებით, დღის წესრიგში დგას ქსელის დამატებითი ფილიალების გახსნა, საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა რეგიონში, ქუთაისში, ბათუმში, თელავსა და მესტიაში. გეგმის შესრულებისთანავე, დაიწყება ზრუნვა საზღვარგარეთული ობიექტების გახსნაზე. მიზანი ხაჭაპურის ლიეტუვაში, ლატვიაში, ესტონეთში, იაპონიაში, ისრაელსა და აშშ-ში პოპულარიზაციაა. როგორც პროექტის ადმინისტრატორები აცხადებენ, შეერთებული შტატების შემთხვევაში, „გუნდა“ 1 წელიწადში, ნიუ-იორკში უნდა გაიხსნას, რაც მნიშვნელოვნად წაადგება ბრენდს. რაც შეეხება ათწლეულის ხედვას, გეგმაშია, პლანეტის მასშტაბით, 30-მდე ფილიალის გახსნა.

მსგავსი სიახლეები

Business summit 2024-ის შესახებ ინტერვიუ B2B სივრცეში წარმოდგენილი კომპანიის Konica Minolta Georgia-ს წარმომადგენელთან, თამარ შოშიტაშვილთან

წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის ორგანიზებით, საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ბიზნეს შეხვედრა - Business summit 2024 გაიმართა, რომელიც წარმოადგენს საუკეთესო პლატფორმას, ინოვაციური და საინტერესო ბიზნეს…

ერთ წელიწადში საქართველოს სახელმწიფო ვალი 216.3 მლნ დოლარით გაიზარდა

2024 წლის ივლისის მდგომარეობით საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალმა 8.812 მლრდ დოლარს (დღევანდელი კურსით 23.981 მლრდ ლარს) გადააჭარბა. ეს კი 216.361 მილიონი დოლარით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 111.061 მლნ…

Business Summit 2024-ის შეჯამება, ახალი პროექტი ბიზნესებისთვის და საინტერესო რჩევები სტარტაპერებს – ინტერვიუ SGBA-ს პრეზიდენტთან, მაია ტატულაშვილთან

წლის მთავარი ბიზნეს მოვლენის SGBA-Business Summit 2024-ის შესახებ, წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის პრეზიდენტმა Maia Tatulashvili-მა დეტალირად ისაუბრა თუ რას ეძღვნებოდა სამიტი, რატომ იყო საინტერესო და გამორჩეული…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!