ტურიზმი, დასვენება და გართობა
ტურიზმი, დასვენება და გართობაRSS კატეგორიადღის სიახლეები

თბილისის სატელევიზიო ანძის მოდერნიზების ბედი ისევ უცნობია – მერია მეოთხე წელია, კვლევებს ატარებს

0
გაზიარება

მოდერნიზების დაანონსებიდან მეოთხე წელს, თბილისის სატელევიზიო ანძაზე ჯერ კიდევ არანაირი სამუშაო არ ჩატარებულა. პროექტი ისევ კვლევით ეტაპზეა. მერიამ 2018 წელს განაცხადა, რომ დედაქალაქის მთავარ სიმბოლოს უფრო ღირსშესანიშნავს გახდიდა და ამ მიზნით მასზე ღია პანორამული გადმოსახედი სივრცისა და 250 ადგილიანი კვების ობიექტის მოწყობა გადაწყვიტა. 75 მეტრ სიმაღლეზე სამუშაოების განსახორციელებლად, თბილისის მთავრობა მზად იყო, ბიუჯეტიდან 10-დან 15 მილიონ ლარამდე დაეხარჯა. ამისათვის ინტერესთა გამოხატვის ეტაპი 2018 წელსვე დაიწყო, გეგმა განსახილველად ბიზნესსექტორსაც წარედგინა. მერიის პროექტის მიხედვით, ანძაზე განთავსებული ორდონიანი კონსტრუქცია 300 000 ვიზიტორზე იქნება გათვლილი.

დედაქალაქის ვიცე-მერის, ვახტანგ ხმალაძის განმარტებით, სატელევიზიო ანძის პროექტთან დაკავშირებით მიმდინარე კვლევა ეხმარება უწყებას, გამოავლინოს ყველა გარემოება, დააზუსტოს კონკრეტული დეტალები და არსებული პირობები დააკორექტიროს. ამასთანავე, თბილისის მთავრობის წარმომადგენელი ირწმუნება, რომ კონტრაქტორი კომპანია უკვე ნაპოვნია, თუმცა მისი ვინაობის დასახელებისგან თავს იკავებს. აქვე აღსანიშნავია ისიც, რომ სატელევიზიო ანძის რეაბილიტაციის კონცეფცია ესტონურმა კომპანია „კოკო არქიტექსტმა“ შეიმუშავა.

მასშტაბური სამუშაოების ჩატარებას მერია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან ერთად აპირებს. მუნიციპალიტეტის მთავრობის გათვლებით, დედაქალაქის მთავარი სავიზიტო ბარათის რეაბილიტაციის შემდგომ, თბილისელებისათვის და ქალაქში ჩამოსული სტუმრებისათვის ახალი ტურისტული ზონა გაჩნდება. პროექტის სრულფასოვნად ჩატარების შემთხვევაში, სატელევიზიო ანძა ღირსეულ ადგილს დაიკავებს მსოფლიოს სხვადასხვა ღირსშესანიშნაობას შორის.

მთაწმინდის ფერდობზე მდებარე ტელეანძა, საკომუნიკაციო მიზნებისათვის 1955 წელს ააგეს. 1972 წელს მისი დემონტაჟი განხორციელდა და კონსტრუქცია ქალაქ გორთან გადაიტანეს. ახალი სატელევიზიო ანძის სრული სიმაღლე 275 მეტრს შეადგენს და ის ევროპის უნიკალური ანძების სიაშია შეტანილი. პროექტი კიევის მეტალოკონსტრუქციების კვლევითმა ინსტიტუტმა დაამუშავა. უშუალო დამპროექტებელი ნიკალაი ბუტიაა. თბილისის სატელევიზიო ანძის მსგავსი კოშკი კიევსა და ერევანში დგას. კონსტრუქცია რუსეთის ერთ-ერთ ქარხანაში დამზადდა და მთაწმინდაზე, რუსთავის სტალკონსტრუქციების სამშენებლო სამმართველო „ტრესტმა“ ააშენა. უსაფრთხოების ზომები იმდენად იყო დაცული, რომ მშენებლობის პროცესში არავინ დაშავებულა. ქარის დროს, ბუნებრივია, რომ მასაზე ხდება დაწოლა.ანძას აქვს თავისი გადახრის საპროექტო მაჩვენებელი. მისი გადახრის დასაშვები ნორმა ორივე მხარეს 9 მეტრია. ეს არის მაქსიმალური შესაძლებლობა და ამ შემთხვევაში ანძა უბრუნდება საწყის მდგომარეობას. ქარის დროს საგრძნობლად შესამჩნევია მისი რხევა. კონსტრუქცია 9-ბალიან მიწისძვრაზეა გათვლილი.

მოციმციმე ნათურები წლების წინ დამონტაჟდა და ის ეიფელის კოშკის დამპროექტებლების გაკეთებულია. ფრანგული კომპანია ნათურებს ოთხი თვე ამონტაჟებდა. ბოლო წლების განმავლობაში, თბილისის მერიამ ანძის განათების ქსელი რამდენჯერმე შეცვალა და მასზე ჭკვიანი სისტემა დაამონტაჟა.

მსგავსი სიახლეები

იანვარ-აგვისტოში საქართველოდან ექსპორტმა 4.2 მლრდ დოლარი, იმპორტმა კი 10.5 მლრდ შეადგინა

2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 14.700 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3 პროცენტით მეტია.  მონაცემებს…

აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო – სოციალური მომსახურების სააგენტო

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მათ შორის, 16 წლამდე ასაკის ბავშვი 244 699-ია. სააგენტოს ცნობით, აგვისტოს თვის…

საქართველოში ქალები მამაკაცებზე 34%-ით ნაკლებ ხელფასს იღებენ – სტატისტიკის სამსახური

2024 წლის მეორე კვარტალში დაქირავებით დასაქმებული ქალების საშუალო ნომინალური ხელფასი 1 590.2 ლარით, ხოლო კაცების - 2 413.5 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 153.1 ლარი (10.7%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 251.8…

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს და მისი ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს. ქამრის ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება და ყოველი დაცვისთვის ძვირფასი ქვა ემატება. საჩემპიონო ქამრის ღირებულება განპირობებულია მისი შექმნისთვის…

10 ყველაზე საშიში პროფესია მსოფლიოში

Tap Root Cause Analysis-ის ინფორმაციით, მსოფლიოში ყველაზე საშიშ პროფესიად ხე-ტყის მოპოვება ითვლება. აშშ-ს შრომის სტატისტიკის ბიუროს თანახმად, ხე-ტყის მოპოვების სამუშაოების დროს სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყოველ 100 ათას მუშაზე…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!