ტექნოლოგიებიRSS კატეგორიასაინტერესო სიახლეები

სმარტფონის წინა კამერას თვალის გუგის ანარეკლიდან ბევრი რამის დანახვა შეუძლია

0
გაზიარება

ადამიანის იდენტიფიცირებისთვის ფიზიოლოგიური მახასიათებლების გაზომვის, ანუ ბიომეტრიის გამოყენებამ, მობილური მოწყობილობებთან ჩვენი ურთიერთობა საგრძნობლად გაამარტივა. ეს პაროლის სახის სკანირებითა და თითის ანაბეჭდით ჩანაცვლებით მოხერხდა. თუმცა, არსებობს მობილურთან ფიზიკური ურთიერთქმედების რაიმე სხვა გზა, რაც ამ მოწყობილობების გამოყენებას გაამარტივებდა? მკვლევრები იაპონიიდან ამას სმარტფონის წინა კამერიდან, თვალის გუგის ანარეკლის დახმარებით აპირებენ.

კეიოს უნივერსიტეტის, Yahoo Japan-ისა და ტოკიოს ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მკვლევრებმა ახალ გზას მიაკვლიეს, რომლის საშუალებითაც თვალის გუგის ანარეკლიდან წინა კამერა დააფიქსირებს, თუ როგორ უჭირავს მომხმარებელს მოწყობილობა და მის ინტერფეისს ავტომატურად ამ მდგომარეობას მოარგებს, რაც სმარტფონის გამოყენებას გაამარტივებს.

ამ დროისთვის კვლევა სმარტფონის ან მისი მსგავსი მოწყობილობის დაჭერის 6 სხვადასხვა გზაზეა ორიენტირებული: დაჭერა ვერტიკალურად ორი ხელით, მხოლოდ მარცხენა ხელით, მხოლოდ მარჯვენა ხელით და დაჭერა ჰორიზონტალურად ისევ ორივე, ან ცალი ხელით.

პირველიდან უახლეს სმარტფონამდე, გამოშვების წლების მიხედვით, მოწყობილობის ზომები გაიზარდა, შესაბამისად გართულდა მათი მხოლოდ ერთი ხელით დაკავება. თუმცა, ისეთი ინტერფეისი, რომელიც მომხმარებლის მიერ სმარტფონის დაჭერის მანერას ერგება, მაგალითად, ღილაკების დინამიკური გადანაცვლებით ეკრანის მარჯვნიდან მარცხნივ ან პირიქით, ან კლავიატურის დაპატარავებით და მისი მარჯვნივ ან მარცხნივ გასწორებით, სმარტფონის ერთი ხელით გამოყენებას ბევრად გაამარტივებს. ერთადერთი პრობლემა სმარტფონისთვის იმ უნარის მინიჭება იყო, რომელიც მას დაეხმარებოდა გაეგო, როგორ უჭირავთ იგი. სწორედ ეს საკითხი გადაჭრა მკვლევართა გუნდმა და ეს მათ დამატებითი აპარატული აღჭურვილობის გარეშე გააკეთეს.

საკმარისი განათებისა და რეზოლუციის სმარტფონით, წინა კამერას შეუძლია, ეკრანისკენ მიმართულ მომხმარებლის სახეს დააკვირდეს და მისი გუგებიდან ეკრანის ანარეკლი CSI სტილის სუპერ მასშტაბირებით აღიქვას. ანარეკლის საფუძველზე მოწყობილობა შეძლებს, მისი ფორმისა და ეკრანზე ცერა თითების დაფარვის შედეგად წარმოქმნილი ჩრდილების გაანალიზებით გაარკვიოს, თუ როგორ უჭირავთ იგი.
იქამდე, სანამ მომხმარებელი ამ პროგრამის გამოყენებას შეძლებს, გარკვეული წვრთნებია საჭირო, რაც მოიცავს მათ მიერ სმარტფონის ექვსივე გზით ჭერის 12 ფოტოს გადაღებას, რათა პროგრამულ უზრუნველყოფას სამუშაოდ დიდი სურათის ზომაც ჰქონდეს. თუმცა, მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ შემთხვევების 84%-ში პროგრამას მაღალი სიზუსტით შეუძლია იმის განსაზღვრა, თუ როგორ უჭირავს მომხმარებელს მოწყობილობა.

პოტენციურად, წინა კამერების რეზოლუციისა და შესაძლებლობების ზრდასთან ერთად, პროგრამაც გაუმჯობესდება. თუმცა, სხვა მხრიდან რომ შევხედოთ ამ საკითხს, შემაშფოთებელია, რამდენი ინფორმაციის მიღებაა შესაძლებელი მომხმარებლის გუგებიდან.

მსგავსი სიახლეები

2024 წლის 5 ყველაზე ძვირად ღირებული ფეხსაცმელი მსოფლიოში

FORBES-ის რეიტინგის მიხედვით, პირველ ადგილზეა ანტონიო ვიეტრის მიერ შექმნილი Moonstar Shoes, რომლის ღირებულებაც 19.9 მლნ დოლარს შეადგენს და ის მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული ფეხსაცმელია, რომელიც პირველად 2019 წელს დუბაიში…

Business summit 2024-ის შესახებ ინტერვიუ B2B სივრცეში წარმოდგენილი კომპანიის Konica Minolta Georgia-ს წარმომადგენელთან, თამარ შოშიტაშვილთან

წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის ორგანიზებით, საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ბიზნეს შეხვედრა - Business summit 2024 გაიმართა, რომელიც წარმოადგენს საუკეთესო პლატფორმას, ინოვაციური და საინტერესო ბიზნეს…

ერთ წელიწადში საქართველოს სახელმწიფო ვალი 216.3 მლნ დოლარით გაიზარდა

2024 წლის ივლისის მდგომარეობით საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალმა 8.812 მლრდ დოლარს (დღევანდელი კურსით 23.981 მლრდ ლარს) გადააჭარბა. ეს კი 216.361 მილიონი დოლარით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 111.061 მლნ…

15 აგვისტოდან აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით ტრანსპორტი, დროებით ბორითის კვანძიდან სოფელ წევამდე იმოძრავებენ რიკოთის ძველი გზით

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გვარცელებული ინფორმაციით, წევა-შორაპნის მონაკვეთზე ჩქაროსნული გზის დაერთებისთვის, აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით ტრანსპორტი, დროებით, ძველი გზით იმოძრავებს.…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!