დღის სიახლეებისიახლეები

გორში სავაჭრო ცენტრი „გორი მოლი” იხსნება, რომელიც პირველ მომხმარებელს წლის ბოლოს უმასპინძლებს

0
გაზიარება

„ვისოლ ჯგუფის” შვილობილი კომპანია – „მპ დეველოპმენტი“ რუსთავი მოლის შემდეგ, ახლა უკვე გორში, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, მრავალფუნქციური სავაჭრო ცენტრს გვთავაზობს, რომელიც წლის ბოლოს, პირველ მომხმარებელს უმასპინძლებს.

შიდა ქართლის რეგიონში “გორი მოლი” პირველი საერთაშორისო სტანდარტების მქონე სავაჭრო ცენტრია, რომელიც ბიზნესს უნიკალურ შანსს აძლევს აითვისოს ახალი რეგიონის შესაძლებლობები და უკვე ქალაქ გორშიც წარმოადგინონ თავიანთი ბრენდები. ცნობილია, რომ სავაჭრო ცენტრში წარმოდგენილი იქნება: ჰიპერმარკეტი კარფური, ჯიპისი, ეველაინი, მინისო, მანამო, ოპტიმისტი, ზუმერი, ვაიკიკი, უნო შუზი, დანკინ დონატსი, გასართობი ცენტრი ქრეიზი ჰოლი და სხვები.

ორსართულიან, 15.000 მ2-ზე გაშლილ სავაჭრო ცენტრში მომხმარებელს შოპინგისათვის სასიამოვნო გარემო, საკვები ობიექტები და გასართობი სივრცე დახვდება. გორი მოლის სტუმრებს 150 ავტომობილზე გათვლილი საპარკინგე ზონა მოემსახურება.

როგორც „მპ დეველოპმენტის” გაყიდვების ხელმძღვანელი, მარიამ კობალაძე აღნიშნავს, ამ დროისათვის სავაჭრო ცენტრის 68% უკვე გაქირავებულია. მისივე თქმით – მოლაპარაკება მიმდინარეობს კიდევ რამდენიმე, მსხვილ, საერთაშორისო ბრენდთან. პროექტის ერთ-ერთი მთავარი მიზანი, რეგიონში საერთაშორისო ბრენდების შეყვანა და ადგილობრივთა დასაქმებაა, რომელიც ხელს შეუწყობს რეგიონის ეკონომიკურ გაძლიერებას.

პროექტის არქიტექტურას, დიზაინსა და მშენებლობას ასრულებენ მრავალწლიანი გამოცდილების მქონდე, როგორც ქართული ასევე უცხოური კომპანიები. პროექტის ინვესტიცია შეადგენს 30 მლნ ლარს და არის სრულად დაფინანსებული, თიბისი ბანკის მიერ.

 

მსგავსი სიახლეები

საწვავის ფასი სხვადასხვა ქვეყნებში

მსოფლიოს მასშტაბით საწვავის ფასები განსხვავებულია. ნავთობითა და ენერგორესურსებით მდიდარ სახელმწიფოებში ბენზინის, დიზელისა თუ სხვა სახის ნავთობპროდუქტების ფასები გაცილებით უფრო დაბალია, ვიდრე იქ, სადაც ეკონომიკა თითქმის…

თხილის ექსპორტი გაიზარდა

საქართველომ 2023 წლის იანვარ-აპრილში 30.6 მლნ აშშ დოლარის 6 283 ტონა თხილი გაყიდა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი, 27.5 მლნ აშშ დოლარის 5 588 ტონა თხილი. ტოპ-10 ქვეყნის ჩამონათვალi, სადაც საქართველომ 2023 წელს ყველაზე დიდი…

სტარტაპებისთვის საუკეთესო ქვეყნების ტოპ 5-ეული

Global Startup Ecosystem Index-ის ყოველწლიურ რეიტინგში სტარტაპებისთვის საუკეთესო ქვეყნები გამოვლინდა, ესენია: აშშ დიდი ბრიტანეთი ისრაელი კანადა შვედეთი ხუთეულში შემავალი ქალაქების რეიტინგში აშშ-ის ოთხი ქალაქი მოხვდა - …

სამედიცინო და ფარმაცევტულ სფეროში საჯარიმო სანქციები იზრდება

პროექტის მიხედვით სამედიცინო და ფარმაცევტულ სფეროში მოქმედი ჯარიმების ოდენობები შემდეგი სახით იზრდება: ნებართვის გარეშე სამედიცინო საქმიანობაზე 10 000 ლარის ნაცვლად, 20 000 ლარი იქნება. საექიმო საქმიანობა სახელმწიფო…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!