ტრენინგ ცენტრებიდასაქმების პროგრამადღის სიახლეებიზოგადი განათლებასაინტერესო სიახლეებისიახლეები

ისრაელში დასაქმების მიზნით 119 ადამიანი სპეციალურ კურსს გადის

0
გაზიარება

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, ისრაელში ლეგალურად დასაქმების პროგრამით სარგებლობის მიზნით საქართველოს მოქალაქეები კვლავ გადამზადებას გადიან.

გასულ წელს ამოქმედებული პროგრამით ამ დრომდე არავინ დასაქმებულა, თუმცა როგორც სააგენტოში ამბობენ, ამ ეტაპზე სპეციალურ გადამზადებას 100-ზე მეტი ადამიანი გადის.

“როგორც ცნობილია, საქართველოს მთავრობასა და ისრაელის სახელმწიფოს მთავრობას შორის ისრაელში შრომის ბაზრის კონკრეტულ სექტორებში საქართველოს მოქალაქეთა დროებითი დასაქმების შესახებ შეთანხმების ფარგლებში, ისრაელის მხარის მიერ მოთხოვნილია შინმოვლის სპეციალისტთა საკმაოდ დიდი რაოდენობა. მათი სურვილია, რომ დასაქმების მსურველთა გამგზავრება მოხდეს ერთდროულად ან დროის მცირე ინტერვალით.

ამ თვალსაზრისით კი ერთ-ერთ გამოწვევას წარმოადგენდა ის, რომ საქართველოს მოქალაქეები არ ფლობენ ზემოხსენებულ სპეციალობაში განათლების მიღების დამადასტურებელ დოკუმენტს. აღნიშნულ საკითხზე საპასუხოდ, განათლების და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად შემუშავდა მოკლევადიანი (144 საათიანი ერთი თვის ხანგრძლივობის) კურსი გერიატრიული ასისტენტის სპეციალობით.

ამჟამად სწავლება მიმდინარეობს 6 სასწავლო დაწესებულებაში და ჯამში სულ აღნიშნულ კურსს გადის 119 პირი. ცხადია, გარდა შესაბამისი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტებისა, შეთანხმება ითვალისწინებს სხვა კრიტერიუმებსაც, რომლის დაკმაყოფილების შემთხვევაშიც, კურსის გავლის შემდგომ მსურველებს ექნებათ შესაძლებლობა დასაქმდნენ დროებით, ლეგალურად სახელმწიფოთა შეთანხმების ფარგლებში. შეთანხმება არ ითვალისწინებს რაიმე დროში შეზღუდვას”, – უთხრეს BMG-ის სააგენტოში.

საქართველოს მთავრობასა და ისრაელის სახელმწიფოს მთავრობას შორის ისრაელში შრომის ბაზრის კონკრეტულ სექტორებში საქართველოს მოქალაქეთა დროებითი დასაქმების შესახებ შეთანხმების ფარგლებში, დასაქმების მსურველთა რეგისტრაციის პროცესი გასული წლის აპრილიდან დაიწყო.

ისრაელსა და საქართველოს შორის დადებული შეთანხმების თანახმად, საქართველოს მოქალაქეებს ისრაელში ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებებში დამხმარე მუშაკის პოზიციაზე დასაქმება შეუძლიათ. სააგენტოს ინფორმაციით, სამუშაოს ხანგრძლივობა 6 სამუშაო დღეა კვირაში, სრული განაკვეთი. თვის დარიცხული ხელფასი კვირაში 42-საათიანი სამუშაო გრაფიკით 5300 შეკელს შეადგენს, რაც დაახლოებით 1600 დოლარია.

მსგავსი სიახლეები

საქართველოში საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 807.7 მლნ დოლარს მიაღწია

2024 წლის პირველ კვარტალში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარ-მარტში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 807.7 მილიონი დოლარი შეადგინა. ადმინისტრაციის ცნობით, 2024 წელს საერთაშორისო ტურიზმიდან…

მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი დამტკიცდა

მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი დაამტკიცა, ამის შესახებ დადგენილება 17 აპრილს გამოქვეყნდა. დადგენილების მიხედვით, მასწავლებლის ეროვნული პრემია გადაეცემა განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული…

1 კგ ქართული წარმოების ალუჩა მარკეტებში 35-40 ლარი ღირს, ხოლო 1კგ ახალი ქართული კარტოფილი 8-10 ლარის ფარგლებში მერყეობს

ადგილობრივ ბაზარზე ქართული წარმოების ახალი კარტოფილი და ალუჩა უკვე შემოვიდა. 1 კგ ქართული წარმოების ალუჩა მარკეტებში 35-40 ლარი ღირს, რაც შეეხება ბაზარს, აქ 1 კგ-ს ფასი მაქსიმუმ 10-13 ლარს შეადგენს. ახალი ქართული კარტოფილი,…

მიმდინარე წლის ტურიზმისთვის ევროპის საუკეთესო დედაქალაქად ლისაბონი აღიარეს

პორტუგალიის დედაქალაქი, ლისაბონი, რომლის ხელისუფლებაც ტურისტულ გადასახადს აორმაგებს, მიმდინარე წლის ტურიზმისთვის ევროპის საუკეთესო დედაქალაქად აღიარეს. ინფორმაცია VisaGuide.World-ის რეიტინგში წერია. კვლევის ავტორები წერენ,…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!