Corona-მ მზის სახით საუკეთესო პარტნიორი იპოვა და მასთან ერთად ახალი სარეკლამო კამპანიაც კი წამოიწყო. მზის ბუნებრივი ნათება უკვე ლუდის რეკლამის ნაწილი გახდა.
ყვითელ კედელზე „კორონას“ ეტიკეტია გამოსახული. თუმცა მზის ამოსვლის შემდეგ შეამჩნევთ, რომ ეტიკეტის გარდა, ახლომდებარე მცენარეების ჩრდილებით ლუდის ბოთლის ფორმაც არის შექმნილი. ხოლო „ოქროს საათის“ დროს, ანუ საღამოს 18:30-დან 18:45-მდე ადამიანები ბილბორდის სრულ სურათს პატარა წარწერით — „დამზადებულია ბუნებრივი სამყაროსგან“ დაინახავენ. აქ კი ნატურალური ინგრედიენტებისგან დამზადებული ლუდი იგულისხმება.
საინტერესოა ისიც, რომ ბილბორდი ბრაიტონის სანაპიროზეა განთავსებული, რადგან ეს ადგილი გაერთიანებული სამეფოს ყველაზე ეკომეგობრულ ქალაქად მიიჩნევა.
იმისათვის, რომ ერთი შეხედვით მარტივი იდეა რეალობად ექციათ, Sketch Events-ის სააგენტოს მზის ტრაექტორიისა და სხვა ფაქტორების რამდენიმეთვიანი კვლევა დასჭირდა. კამპანიას კი სარეკლამო სააგენტო Wieden+Kennedy London ხელმძღვანელობდა.