დღის სიახლეებისაინტერესო სიახლეებიტექნოლოგიები

Corona-მ სარეკლამო კამპანია მზესთან ერთად წამოიწყო

0
გაზიარება

Corona-მ მზის სახით საუკეთესო პარტნიორი იპოვა და მასთან ერთად ახალი სარეკლამო კამპანიაც კი წამოიწყო. მზის ბუნებრივი ნათება უკვე ლუდის რეკლამის ნაწილი გახდა.

ყვითელ კედელზე „კორონას“ ეტიკეტია გამოსახული. თუმცა მზის ამოსვლის შემდეგ შეამჩნევთ, რომ ეტიკეტის გარდა, ახლომდებარე მცენარეების ჩრდილებით ლუდის ბოთლის ფორმაც არის შექმნილი. ხოლო „ოქროს საათის“ დროს, ანუ საღამოს 18:30-დან 18:45-მდე ადამიანები ბილბორდის სრულ სურათს პატარა წარწერით — „დამზადებულია ბუნებრივი სამყაროსგან“ დაინახავენ. აქ კი ნატურალური ინგრედიენტებისგან დამზადებული ლუდი იგულისხმება. 

საინტერესოა ისიც, რომ ბილბორდი ბრაიტონის სანაპიროზეა განთავსებული, რადგან ეს ადგილი გაერთიანებული სამეფოს ყველაზე ეკომეგობრულ ქალაქად მიიჩნევა.

იმისათვის, რომ ერთი შეხედვით მარტივი იდეა რეალობად ექციათ, Sketch Events-ის სააგენტოს მზის ტრაექტორიისა და სხვა ფაქტორების რამდენიმეთვიანი კვლევა დასჭირდა. კამპანიას კი სარეკლამო სააგენტო Wieden+Kennedy London ხელმძღვანელობდა.

მსგავსი სიახლეები

2023 წელს დაკლებული ქულების გამო მართვის უფლება 242 მოქალაქეს შეუჩერდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 2023 წელს დაკლებული ქულების გამო მართვის უფლება 242 მოქალაქეს შეუჩერდა, მათგან ორმა კი გამოცდა ჩააბარა და მართვის მოწმობა თავიდან აიღო. მართვის უფლება ყველაზე მეტ…

ნაკრებს ჯგუფიდან გასვლისთვის ₾30 მლნ-ს გადაეცემა, ყოველი მატჩის მოგებისთვის კიდევ – ₾30 მლნ-ს- ფონდი „ქართუ“

საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს ჯილდოს სახით, 30 მილიონ ლარს გადასცემს. ინფორმაცია ამის შესახებ ნათქვამია ფონდი „ქართუს“ განცხადებაში. „საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ევროპის…

ბინებზე ფასი 12.9%-ით, ხოლო კერძო სახლებზე 13.3%-ით არის გაზრდილი

2024 წლის პირველ კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი (RPPI) 1.1 პროცენტით გაიზარდა, ხოლო ინდექსის წლიურმა ზრდამ 13 პროცენტი შეადგინა- ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური…

საქართველო ბენზინის ფასის მიხედვით 96 ქვეყანას შორის მე-60 ადგილს იკავებს – Numbeo

Numbeo-მ 96 ქვეყანაში ბენზინის საშუალო ფასი შეისწავლა. კვლევის მიხედვით 1 ლიტრი ბენზინი ყველაზე ძვირი ჰონგ-კონგში, ხოლო ყველაზე იაფი ლიბიაში ღირს. რაც შეეხება საქართველოს, ის 96 ქვეყანას შორის მე-60 ადგილს იკავებს. აღნიშნული…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!