RSS კატეგორიაგურიარეგიონებიტურიზმი, დასვენება და გართობა

გურიაში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფო-ტური გაიმართა

0
გაზიარება

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ტურისტული კომპანიებისა და მედიასაშუალებებისთვის ინფო-ტურებს აგრძელებს. ადმინისტრაციისა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ორგანიზებით გურიას ტურ-ოპერატორები, ჟურნალისტები, ფოტოგრაფები და ბლოგერები ეწვივნენ, – ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ტურის მონაწილეებმა სოფელ ბუკისციხეში ადგილობრივი მარანი დაათვალიერეს და ჩხაველის ჯიშის ყურძნისგან დამზადებული ღვინო დააგემოვნეს, მოინახულეს სოფელი გორაბერეჟოულში მდებარე ერისთავების ციხე-დარბაზი და ციხის გარშემო გაშენებული დენდროლოგიურ პარკს ეწვივნენ, სადაც სხვადასხვა ჯიშის იშვიათი მცენარეებია.

გრიგოლეთში ტურის მონაწილეებმა ახალი სასტუმრო „გრიგოლეთი რეზორტი“ დაათვალიერეს. 60 ნომრიანი სასტუმრო პროგრამა “აწარმოე საქართველოში” მხარდაჭერით დაფინანსდა. სასტუმრო საერთაშორისო ბრენდ Trademark Collection by Wyndham-ს ეკუთვნის.

ტურის მონაწილეებისთვის სოფელ ხიდისთავში კულინარიული მასტერკლასები გაიმართა. სოფელ ბახვში საოჯახო ბიო საწარმო დაათვალიერეს, მონაწილეობა მიიღეს ჩაის კრეფასა და დეგუსტაციაში. სოფელ ვაკიჯვარში დაათვალიერეს საკალმახე მეურნეობა და ტურისტული ბანაკი.

ტურის ფარგლებში მონაწილეებმა ოზურგეთში ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის მუზეუმი დაათვალიერეს, სოფელ შემოქმედში ესტუმრნენ მარანს, ასევე დაათვალიერეს შეკვეთილთან ახლოს მდებარე წვერმაღალას პარკი.

ტურის მიზანია ტურ-ოპერატორები გურიის ტურისტულად ნაკლებად ცნობილ მარშრუტებს გაეცნონ და მოგზაურებს ახალი ტურისტული ლოკაციები შესთავაზონ, აგრეთვე „ჩაის გზის“ პროექტის მხარდაჭერა და ადგილობრივი საოჯახო მარნებს პოპულარიზაცია.

ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები ტურ-ოპერატორები და გიდები საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის „Gitoa” – საქართველოს შემომყვან ტურ ოპერატორთა ასოციაციის, “GTA” – საქართველოს ტურიზმის ასოციაციისა და ეკოტურიზმის ასოციაციის მიერ შეირჩნენ.

მსგავსი სიახლეები

Business summit 2024-ის შესახებ ინტერვიუ B2B სივრცეში წარმოდგენილი კომპანიის Konica Minolta Georgia-ს წარმომადგენელთან, თამარ შოშიტაშვილთან

წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის ორგანიზებით, საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ბიზნეს შეხვედრა - Business summit 2024 გაიმართა, რომელიც წარმოადგენს საუკეთესო პლატფორმას, ინოვაციური და საინტერესო ბიზნეს…

ერთ წელიწადში საქართველოს სახელმწიფო ვალი 216.3 მლნ დოლარით გაიზარდა

2024 წლის ივლისის მდგომარეობით საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალმა 8.812 მლრდ დოლარს (დღევანდელი კურსით 23.981 მლრდ ლარს) გადააჭარბა. ეს კი 216.361 მილიონი დოლარით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 111.061 მლნ…

Business Summit 2024-ის შეჯამება, ახალი პროექტი ბიზნესებისთვის და საინტერესო რჩევები სტარტაპერებს – ინტერვიუ SGBA-ს პრეზიდენტთან, მაია ტატულაშვილთან

წლის მთავარი ბიზნეს მოვლენის SGBA-Business Summit 2024-ის შესახებ, წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის პრეზიდენტმა Maia Tatulashvili-მა დეტალირად ისაუბრა თუ რას ეძღვნებოდა სამიტი, რატომ იყო საინტერესო და გამორჩეული…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!