ფეიუნიქარდი, Visa-ს პირველი სტრატეგიული პარტნიორი CISSEE რეგიონში, აქტიურად აგრძელებს მუშაობას უნაღდო ანგარიშსწორების განვითარების მიმართულებით.
ამჯერად, ახალი პროდუქტები CITY CARD და GIFT CARD სითი მოლთან თანამშრომლობით, მათი მომხმარებლებისთვის შეიქმნა.
CITY CARD – ფეიუნიქარდის და სითი მოლის კოლაბორაციის ფარგლებში გამოშვებული, ახალი ტიპის საერთაშორისო საგადახდო Visa ბარათია, რომელიც თავის თავში აერთიანებს საგადახდო ფუნქციას და ლოიალობის პროგრამას. ბარათის მეშვეობით ანგარიშსწორება შესაძლებელია როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.
სითი მოლის საბურთალოსა და გლდანის ფილიალებში, CITY CARD –ით გადახდისას, მომხმარებელი აგროვებს სითი ქულებს, რომელთა გამოყენება შეუძლია სითი მოლის ორივე ფილიალში, სხვადასხვა შეთავაზების ფარგლებში.
სითი ქულების დაგროვებას და დახარჯვას მომხმარებელი ვირტუალური CITY CARD – ითაც შეძლებს, რომელიც სითი მოლის მობილურ აპლიკაციაშია ინტეგრირებული.
GIFT CARD – ფეიუნიქარდის მიერ სითი მოლისთვის შექმნილი Visa-ს ტიპის ახალი სასაჩუქრე ბარათია, რომლითაც შესაძლებელია სითი მოლის საბურთალოს და გლდანის ფილიალებში, ნებისმიერ ობიექტში გადახდა – ნივთის ან მომსახურების შეძენა.
სითი მოლის GIFT CARD საუკეთესო საჩუქარია, რომელიც თქვენთვის ძვირფას ადამიანს შეგიძლიათ გაუკეთოთ.
ბარათის მისაღებად ეწვიეთ სითი მოლის ინფო დესკებს, შეუკვეთეთ ვებ გვერდიდან www.thecitymall.ge ან მობილური აპლიკაციიდან –The City Mall და მას თქვენთვის სასურველ ადგილზე მიიღებთ.
GIFT CARD –ზე შესაძლებელია 50 ლარიდან 5000 ლარამდე თანხის ერთჯერადად განთავსება.
თანხის გამოყენება შესაძლებელია როგორც ერთიანად, ისე ნაწილ-ნაწილ.
ფეიუნიქარდი მომხმარებლებს მომავალშიც არაერთ საინტერესო, ინოვაციურ პროექტს ჰპირდება.