International Wine Challenge 2022- ზე “თელიანი ველმა” უმაღლესი ჯილდოები და საერთაშორისო აღიარება მოიპოვა, ასევე “თელიანი ველის” მთავარი მეღვინე მიხეილ ხმელიძე მსოფლიოს საუკეთესო მეღვინეების სამეულშია.
IWC 2022-ზე წარდგენილ “თელიანი ველის” ღვინოებს 2 უმაღლესი ჯილდო – ოქროს თასი, 2 ოქროს, 5 ვერცხლისა და 7 ბრინჯაოს მედალი გადაეცა.
გლეხური ხიხვი ქვევრი 2019 კონკურსის რჩეული და 2 უმაღლესი ჯილდოს – Gold Trophy და Georgian White Trophy-ის მფლობელია.
ღვინის ექსპერტების მიერ უმაღლესი ქულებით შეფასებული და გამარჯვებული ღვინოებია:
- გლეხური, ხიხვი ქვევრი 2019 – Khikhvi Trophy; Georgian White Trophy; ოქროს მედალი
- გლეხური, ხიხვი ქვევრი 2020 – ოქროს მედალი
- გლეხური, კაბერნე-საფერავი 2019 – ვერცხლის მედალი
- თელიანი ველი, WINERY97 კახური #8 – ვერცხლის მედალი
- თელიანი ველი, WINERY97 გაუფილტრავი საფერავი 2020 – ვერცხლის მედალი
- გლეხური, ქისი ქვევრი 2019 – ვერცხლის მედალი
- გლეხური, ცოლიკოური ქვევრი 2021 – ვერცხლის მედალი
ინფორმაციისთვის, International Wine Challenge მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და გავლენიანი კონკურსია, რომელიც ყოველწლიურად ლონდონში ტარდება.
წელს კონკურსში მსოფლიოს 50 ქვეყნიდან ათასობით ღვინო იღებდა მონაწილეობას.
კონკურსის მიზანი მსოფლიოს მასშტაბით საუკეთესო ღვინოებისა და მეღვინეების გამოვლენაა.