დღის სიახლეებიRSS კატეგორიასაინტერესო სიახლეებისოციალური ქსელები

ილონ მასკი სკანდალში გაეხვა

0
გაზიარება

მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი მორგ სკანდალში გაეხვა – კომპანია Twitter-ის აქციონერები ილონ მასკს სასამართლოში უჩივიან.

კალიფორნიის სასამართლოში წარდგენილი ჯგუფური სარჩელით მასკს ბრალად ედება საფონდო ბირჟაზე Twitter-ის აქციების მანიპულირება.

კომპანიის აქციონერები ამტკიცებენ, რომ უკანასკნელ პერიოდში განხორციელებული ქმედებებით მასკი აქტიურად ცდილობს Twitter-ის რეპუტაციის შებღალვას და ბირჟაზე მისი აქციების ღირებულების მკვეთრად შემცირებას, რათა მან შეძლოს $44-მილიარდიანი გარიგების პირობების შეცვლა და კომპანიის 100%-იანი წილის სანაცვლოდ, დაახლოებით, 10 მილიარდი დოლარით ნაკლების გადახდა.

შეგახსენებთ, რომ ორი კვირის წინ ილონ მაკსმა კომპანიის $44 მილიარდად შეძენის გარიგება დროებით შეაჩერა. მისი განმარტებით, გადაწყვეტილების მიღების მიზეზი Twitter-ის ჯგუფის მიერ წარმოდგენილი სტატისტიკური მონაცემების არასანდოობა იყო. მილიარდერ მეწარმეს არ სჯერა, რომ სოციალური ქსელის მომხმარებლის მხოლოდ 5%-ზე ნაკლებია ყალბი ანგარიში მქონე (ბოტი, ტროლი).

მასკის განცხადებას, ცხადია, ტრეიდერების მხრიდან ნეგატიური რეაქცია მოჰყვა და Twitter-ის აქციების ღირებულება ორ კვირაში თითქმის 20%-ით დაეცა, კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია კი $30 მილიარდამდე შემცირდა, რაც $14 მილიარდით ნაკლებია მასკის მიერ შეთავაზებულ ფასზე.

ექსპერტთა ნაწილის შეფასებით, უახლოეს მომავალში მასკი ახალი შეთავაზების გაკეთებას შეეცდება, რომლის ღირებულებაც არა $44 მილიარდი, არამედ, დაახლოებით, $33 მილიარდი იქნება.

გარდა ამისა, კომპანიის აქციონერები მასკს კრიტიკული მნიშვნელობის ინფორმაციის დაფარვაშიც ედავებიან. მათი განმარტებით, 14 მარტს მასკს არ გაუსაჯაროებია ინფორმაცია Twitter-ის 5%-იანი წილის შეძენის შესახებ, რის წყალობითაც მან თავიდან აირიდა კომპანიით სხვა ინვესტორებისა და ტრეიდერების დაინტერესება, ამ ქმედებით კი მილიარდერმა თითქმის 156 მილიონი დოლარის დაზოგვა შეძლო.

„Twitter-ში განხორციელებული ინვესტიციის შესახებ ინფორმაციის გამჟღავნების დაგვიანებით მასკი საბაზრო მანიპულაციაში ჩაერთო და ამ გზით მან შეძლო კომპანიის აქციების ხელოვნურად დაბალ ფასად შეძენა“, – წერია სარჩელში.

მსგავსი სიახლეები

საქართველოში საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 807.7 მლნ დოლარს მიაღწია

2024 წლის პირველ კვარტალში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარ-მარტში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 807.7 მილიონი დოლარი შეადგინა. ადმინისტრაციის ცნობით, 2024 წელს საერთაშორისო ტურიზმიდან…

მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი დამტკიცდა

მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი დაამტკიცა, ამის შესახებ დადგენილება 17 აპრილს გამოქვეყნდა. დადგენილების მიხედვით, მასწავლებლის ეროვნული პრემია გადაეცემა განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული…

1 კგ ქართული წარმოების ალუჩა მარკეტებში 35-40 ლარი ღირს, ხოლო 1კგ ახალი ქართული კარტოფილი 8-10 ლარის ფარგლებში მერყეობს

ადგილობრივ ბაზარზე ქართული წარმოების ახალი კარტოფილი და ალუჩა უკვე შემოვიდა. 1 კგ ქართული წარმოების ალუჩა მარკეტებში 35-40 ლარი ღირს, რაც შეეხება ბაზარს, აქ 1 კგ-ს ფასი მაქსიმუმ 10-13 ლარს შეადგენს. ახალი ქართული კარტოფილი,…

მიმდინარე წლის ტურიზმისთვის ევროპის საუკეთესო დედაქალაქად ლისაბონი აღიარეს

პორტუგალიის დედაქალაქი, ლისაბონი, რომლის ხელისუფლებაც ტურისტულ გადასახადს აორმაგებს, მიმდინარე წლის ტურიზმისთვის ევროპის საუკეთესო დედაქალაქად აღიარეს. ინფორმაცია VisaGuide.World-ის რეიტინგში წერია. კვლევის ავტორები წერენ,…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!