დღის სიახლეებიRSS კატეგორიასაინტერესო სიახლეებისოციალური ქსელები

ილონ მასკი სკანდალში გაეხვა

0
გაზიარება

მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი მორგ სკანდალში გაეხვა – კომპანია Twitter-ის აქციონერები ილონ მასკს სასამართლოში უჩივიან.

კალიფორნიის სასამართლოში წარდგენილი ჯგუფური სარჩელით მასკს ბრალად ედება საფონდო ბირჟაზე Twitter-ის აქციების მანიპულირება.

კომპანიის აქციონერები ამტკიცებენ, რომ უკანასკნელ პერიოდში განხორციელებული ქმედებებით მასკი აქტიურად ცდილობს Twitter-ის რეპუტაციის შებღალვას და ბირჟაზე მისი აქციების ღირებულების მკვეთრად შემცირებას, რათა მან შეძლოს $44-მილიარდიანი გარიგების პირობების შეცვლა და კომპანიის 100%-იანი წილის სანაცვლოდ, დაახლოებით, 10 მილიარდი დოლარით ნაკლების გადახდა.

შეგახსენებთ, რომ ორი კვირის წინ ილონ მაკსმა კომპანიის $44 მილიარდად შეძენის გარიგება დროებით შეაჩერა. მისი განმარტებით, გადაწყვეტილების მიღების მიზეზი Twitter-ის ჯგუფის მიერ წარმოდგენილი სტატისტიკური მონაცემების არასანდოობა იყო. მილიარდერ მეწარმეს არ სჯერა, რომ სოციალური ქსელის მომხმარებლის მხოლოდ 5%-ზე ნაკლებია ყალბი ანგარიში მქონე (ბოტი, ტროლი).

მასკის განცხადებას, ცხადია, ტრეიდერების მხრიდან ნეგატიური რეაქცია მოჰყვა და Twitter-ის აქციების ღირებულება ორ კვირაში თითქმის 20%-ით დაეცა, კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია კი $30 მილიარდამდე შემცირდა, რაც $14 მილიარდით ნაკლებია მასკის მიერ შეთავაზებულ ფასზე.

ექსპერტთა ნაწილის შეფასებით, უახლოეს მომავალში მასკი ახალი შეთავაზების გაკეთებას შეეცდება, რომლის ღირებულებაც არა $44 მილიარდი, არამედ, დაახლოებით, $33 მილიარდი იქნება.

გარდა ამისა, კომპანიის აქციონერები მასკს კრიტიკული მნიშვნელობის ინფორმაციის დაფარვაშიც ედავებიან. მათი განმარტებით, 14 მარტს მასკს არ გაუსაჯაროებია ინფორმაცია Twitter-ის 5%-იანი წილის შეძენის შესახებ, რის წყალობითაც მან თავიდან აირიდა კომპანიით სხვა ინვესტორებისა და ტრეიდერების დაინტერესება, ამ ქმედებით კი მილიარდერმა თითქმის 156 მილიონი დოლარის დაზოგვა შეძლო.

„Twitter-ში განხორციელებული ინვესტიციის შესახებ ინფორმაციის გამჟღავნების დაგვიანებით მასკი საბაზრო მანიპულაციაში ჩაერთო და ამ გზით მან შეძლო კომპანიის აქციების ხელოვნურად დაბალ ფასად შეძენა“, – წერია სარჩელში.

მსგავსი სიახლეები

Amazon-ზე “კოდალას” სათამაშოები განთავსდება

ხის სათამაშოების მწარმოებელმა კომპანია “კოდალამ” ევროპის Amazon-ზე განსათავსებლად სათამაშოების პირველი პარტია უკვე გაგზავნა. საუბარია სოციალური საწარმოს 7 სახეობის რამდენიმე ასეულ სათამაშოზე, რომელიც პლატფორმაზე რამდენიმე…

სასტუმრო „თბილისი მარიოტი“ ბაზარზე სრულიად ახალი პროდუქტით – „პარკ გრილ“ რესტორნით შემოდის

თუ გსურთ თვალი გადაავლოთ თბილისის ისტორიას, რომელიც ბოლო 100 წელია დედაქალაქის ცენტრალურ გამზირზე - რუსთაველზე - იწერება, იგრძნოთ კომფორტი, რომელსაც თანამედროვე განათებისა და პასტელური ფერების სინთეზი ქმნის, მაშინ აუცილებლად…

გასაუბრების 10 ტაქტიკა, რომელიც სხვებისგან გამოგარჩევთ

პროექტი „ლურჯი ოკეანე“ მსოფლიოში აღიარებულ ბიზნესლიტერატურას ქართულ ენაზე გამოსცემს. მისი ერთ-ერთი ცნობილი და გამორჩეული სერიაა „მარტივად“, რომელიც ყველასთვის პრაქტიკული სახელმძღვანელოა. ამ დრომდე ამ სერიის ფარგლებში გამოიცა…

რუსეთი რეგულარი ტიპის ბენზინის უალტერნატივო მომწოდებელია

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელის ვანო მთვრალაშვილის განცხადებით, დღესდღეობით რეგულარი ტიპის ბენზინის იმპორტის მიმართულებით რუსეთი უალტერნატივოა. მისი თქმით, არსებულ რეალობაში საქართველოში იმპორტირებული…

რა მიმართულებებზე გამოცხადდა ყველაზე მეტი ვაკანსია job.ge-ზე

2021 წლის დეკემბრიდან 2022 წლის მაისის ჩათვლით, 33 703 ვაკანსია გამოქვეყნდა jobs.ge-ზე, რაც 2020-2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 67%-ით, ხოლო 2019-2020 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 101%- ით გაზრდილი…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა