დღის სიახლეებიRSS კატეგორიაბანკებიეკონომიკასაზოგადოებასიახლეები

წლიური ინფლაცია დაახლოებით 8.5% იქნება- კობა გვენეტაძე

0
გაზიარება

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებით, საშუალო ინფლაცია სავარაუდოდ 9.5%, ხოლო წლიური ინფლაცია დაახლოებით 8.5% იქნება. თუმცა გვენეტაძის თქმით, იმის გამო, რომ პანდემია და რუსეთ-უკრაინის ომი ჯერ არ დასრულებულა, პროგნოზების გაკეთება მაინც რთულია.

“სამწუხაროდ, რუსეთის უკრაინაში შეჭრამ ის პრობლემები კვლავ უკან დააბრუნა, რომლებიც პანდემიამ მოიტანა. მოგეხსენებათ ეს არის მიწოდების ჯაჭვები, მაღალი ფასები გადაზიდვებზე. რუსეთი და უკრაინა სასაქონლო ბაზრებზე ისეთი პროდუქტების მნიშვნელოვან მიმწოდებლებს წარმოადგენენ, როგორიცაა, ხორბალი, მზესუმზირა და სასოფლო სამეურნეო პროდუქტები. ამან ინფლაციაზე დამატებითი წნეხი შექმნა. სურსათისა და სოფლის მეურნეობის საერთაშორისო ორგანიზაციის სურსათის ინდექსი აპრილის მდგომარეობით, 30%-ით არის გაზრდილი, რაც რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია”, – განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.

რაც შეეხება სებ-ის მონეტარულ პოლიტიკას, გვენეტაძის თქმით, ჯერჯერობით ეროვნული ბანკი მკაცრ მონეტარულ პოლიტიკას შეინარჩუნებს:”შევინარჩუნებთ მანამ სანამ არ დავინახავთ, რომ მოლოდინები გრძელვადიან პერიოდში ინფლაციის ზრდასთან დაკავშირებით მოთოკილია”.

მსგავსი სიახლეები

1 კგ ქართული წარმოების ალუჩა მარკეტებში 35-40 ლარი ღირს, ხოლო 1კგ ახალი ქართული კარტოფილი 8-10 ლარის ფარგლებში მერყეობს

ადგილობრივ ბაზარზე ქართული წარმოების ახალი კარტოფილი და ალუჩა უკვე შემოვიდა. 1 კგ ქართული წარმოების ალუჩა მარკეტებში 35-40 ლარი ღირს, რაც შეეხება ბაზარს, აქ 1 კგ-ს ფასი მაქსიმუმ 10-13 ლარს შეადგენს. ახალი ქართული კარტოფილი,…

მიმდინარე წლის ტურიზმისთვის ევროპის საუკეთესო დედაქალაქად ლისაბონი აღიარეს

პორტუგალიის დედაქალაქი, ლისაბონი, რომლის ხელისუფლებაც ტურისტულ გადასახადს აორმაგებს, მიმდინარე წლის ტურიზმისთვის ევროპის საუკეთესო დედაქალაქად აღიარეს. ინფორმაცია VisaGuide.World-ის რეიტინგში წერია. კვლევის ავტორები წერენ,…

3 თვეში უბილეთო მგზავრობისთვის დაწერილმა ჯარიმებმა 888,305 ლარი შეადგინა

წელს, 3 თვეში უბილეთო მგზავრობისთვის დაწერილმა ჯარიმებმა 888,305 ლარი შეადგინა, რაც 56 ათასი ლარით ნაკლებია, წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ფინანსთა სამინისტროს საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების…

საქართველო უმუშევრობის 12-წლიანი შემცირებით მსოფლიოს საუკეთესო ათეულშია – IMF

სავალუტო ფონდის შეფასებით, საქართველო უმუშევრობის ხანგრძლივრადიანი, 12-წლიანი შემცირებით მსოფლიოს საუკეთესო ათეულშია. 2012 წელს კი უმუშევრობის 12-წლიანი მატებით მსოფლიოში პირველ ადგილზე იყო. საერთაშორისო სავალუტო ფონდის…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!