დღის სიახლეებიRSS კატეგორიავაჭრობის სფეროკვებაფინანსები

LUCA POLARE ბაგებში ახალ ფილიალს გახსნის

0
გაზიარება

 3 ივნისს, Luca Polare საქართველოს მასშტაბით რიგით 21-ე ფილიალს გახსნის. 

ახალი ფილიალი თბილისში, ბაგებში, წყნეთის გზატკეცილის #20-ში გაიხსნება.   

“ზაფხულის სეზონს ბევრ სხვა სიახლესთან ერთად, ახალი ფილიალების გახსნით ვიწყებთ. გვიხარია და მთელს გუნდს გვეამაყება, რომ კომპანია უწყვეტად განაგრძობს განვითარების და გაფართოვების სტრატეგიას. ყოველი ახალი ფილიალი ნიშნავს დამატებით ახალ თანამშრომლებს, დისტრიბუციისა და წარმოების გაფართოვებას.” – თეა თაბაგარი, კომპანიის დირექტორი.

მიმდინარე წელს კომპანიას რამდენიმე ახალი ფილიალის გახსნას აანონსებს.   

Luca Polare კაფე-სანაყინეების ქსელია, რომელიც მომხმარებელს 70-მდე სახეობის ნაყინს და ექსკლუზიურ ყავას სთავაზობს. ბრენდი უკვე 14 წელია საქართველოს ბაზარზე მოღვაწეობს და ამ დროისთვის საქართველოს მასშტაბით 4 ქალაქშია წარმოდგენილი, თბილისში 13 ფილიალით, ბათუმში – 4 და ქობულეთში – 1, რუსთავში – 1 და ქუთაისში 1.

მსგავსი სიახლეები

საქართველოში საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 807.7 მლნ დოლარს მიაღწია

2024 წლის პირველ კვარტალში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარ-მარტში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 807.7 მილიონი დოლარი შეადგინა. ადმინისტრაციის ცნობით, 2024 წელს საერთაშორისო ტურიზმიდან…

მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი დამტკიცდა

მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი დაამტკიცა, ამის შესახებ დადგენილება 17 აპრილს გამოქვეყნდა. დადგენილების მიხედვით, მასწავლებლის ეროვნული პრემია გადაეცემა განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული…

1 კგ ქართული წარმოების ალუჩა მარკეტებში 35-40 ლარი ღირს, ხოლო 1კგ ახალი ქართული კარტოფილი 8-10 ლარის ფარგლებში მერყეობს

ადგილობრივ ბაზარზე ქართული წარმოების ახალი კარტოფილი და ალუჩა უკვე შემოვიდა. 1 კგ ქართული წარმოების ალუჩა მარკეტებში 35-40 ლარი ღირს, რაც შეეხება ბაზარს, აქ 1 კგ-ს ფასი მაქსიმუმ 10-13 ლარს შეადგენს. ახალი ქართული კარტოფილი,…

მიმდინარე წლის ტურიზმისთვის ევროპის საუკეთესო დედაქალაქად ლისაბონი აღიარეს

პორტუგალიის დედაქალაქი, ლისაბონი, რომლის ხელისუფლებაც ტურისტულ გადასახადს აორმაგებს, მიმდინარე წლის ტურიზმისთვის ევროპის საუკეთესო დედაქალაქად აღიარეს. ინფორმაცია VisaGuide.World-ის რეიტინგში წერია. კვლევის ავტორები წერენ,…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!