მოდით, ვიყოთ გულწრფელები: იმისთვის, რომ ვარჯიში დავიწყოთ, ძვირადღირებული დარბაზების წევრობა და სუპერ-თანამედროვე აღჭურვილობის გამოყენება სულაც არ არის საჭირო. სიმართლე ისაა, რომ სახლში ვარჯიშს ძალიან მნიშვნელოვანი უპირატესობები აქვს. აი, ჩაიკითხე:
1. დრო
რა დრო დაგეკარგება უახლოეს დარბაზში მისასვლელად? ეს, სულ ცოტა, 20 წუთი მაინც იქნება. თუ არ გაგიმართლებს და გზად საცობში მოხვედრაც მოგიწია, დათვლა აღარ ღირს. პასუხი მარტივია – დრო, რასაც დარბაზში მისასვლელად დახარჯავ, სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ ივარჯიშო. გარდა ამისა, შენს ინდივიდუალურ გრაფიკს დარბაზის სამუშაო საათებს რთულად თუ მოარგებ. ესეც რომ არ იყოს, დარწმუნებული ვარ, არც სავარჯიშო აღჭურვილობების რიგში ყოფნა გიყვარს.
2. ფული
სახლში ვარჯიშით დროსთან ერთად მატერიალურ რესურსსაც დაზოგავ. განულდება წევრობის გადასახადისა და ტრანსპორტირების ხარჯი. ასევე, არ მოგიწევს სავარჯიშო ჩანთის და სხვა მსგავსი ტიპის საშუალებების შეძენა.
3. სისუფთავე და ჰიგიენა
რაც პანდემიამ ნამდვილად გვასწავლა, ისაა, რომ ბაქტერიები სწრაფად ვრცელდება დახურულ სივრცეებში, სადაც ბევრი ადამიანი იყრის თავს. ამის გათვალისწინებით, სახლი ვარჯიშისთვის იდეალური ადგილია. არ მოგიწევს შეეხო სავარჯიშო ინვენტარს, რომელსაც შენამდე ძალიან ბევრი ადამიანი იყენებდა, სახლში შეგიძლია სავარჯიშო სივრცე კარგად გაანიავო და ისუნთქო მეტი ჟანგბადი.
4. კომფორტი
თუ შენც არ გიყვარს, როდესაც ახალი ვარჯიშის ტექნიკის შესრულებისას, რამდენიმე წყვილი თვალი გაკვირდება, მაშინ სახლში ვარჯიში კარგი გამოსავალია. ეს შესაძლებლობას გაძლევს, კონცენტრირდე საკუთარ თავზე და იყო უფრო თავდაჯერებული.
5. ვარჯიშის ოჯახური კულტურა
თუ იქნები სამაგალითო და ვარჯიშში ოჯახის წევრებიც აგყვებიან, ძალიან კარგი იქნება. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ოჯახის პატარა წევრები ისწავლიან, რომ ვარჯიში ჯანსაღი ცხოვრების მთავარი წესია.
6. დაწყების სიმარტივე
რა გიშლის ხელს, რომ დაიწყო ვარჯიში დღესვე?
ჩამოტვირთე აპლიკაცია Liffit, შეიძინე ინდივიდულურად შენზე მორგებული სავარჯიშო პროგრამა და აგვყევი მოძრაობაში. აპლიკაცია App Store-სა და Play Store-ში უკვე ხელმისაწვდომია.